თავი 15 .

386 20 12
                                    

- აქ რას აკეთებ ? - მაგიდას დაეყრდნო სიმყარის შესანარჩუნებლად და დამცინავად მომზირალს დააკვირდა . 

- არ მიყვარს როცა ჩემს მომავალს , ჩემს გარეშე წყვეტენ ! - ფეხი ფეხზე გადაიდო და ვიწრო ქვედაბოლოც უფრო დაშორდა მუხლებს - სასმელი გაქვს ? 

- ახლა არ არის შესაფერისი დრო .. 

- ჩემს საქმროსთან იწექი და შესაფერის დროს შენ არ უნდა არჩევდე მგონი ! 

- ბრია , მომისმინე ..- ყელში ჩაუწყდა მომავალი სიტყვები სინათლე წამიერმა სიბნელემ რომ შთანთქა და გამოსახულების აღქმაც გაძნელდა . 

- ეს რა .. - ფეხზე წამოდგა დამფრთხალი ბრიაც და ეველინთან მანძილი შეამცირა . 

- აქაა - აკანკალებულმა ამოთქვა და ტელეფონი გაანათა რაიმე ნივთის მოსაძებნად რაც თავდაცვაში დაეხმარებოდა . 

- რას აკეთებ ? თუ კი მძარცველია წესით პოლიციაში უნდა ვრეკავდეთ იცი ? - გაფართოებული თვალებით უმზერდა და ჟღალთმიანისგან მომავალი შიში მის სხეულშიც მყარად იდგამდა ფესვებს . ევამ გატეხილი ნამსხვრევებიდან ერთ-ერთი თითებში მოიქცია და ადრენალინის გამო გამოჟონილი სისხლის წვეთებიც ვერ აღიქვა. 

- ვერ მოასწრებენ ...კიდევ უნდა მოვძებნოთ რამე ..- ყურადღება არ მიუქცევია დაბნეული ბრიასთვის კარისკენ შებრუნდა და მოულოდნელობისგან ტელეფონი გაუვარდა ხელიდან . 

იატაკზე დაშვებულმა სინათლემ სიბნელის ხორცხშესხმულ ბოროტებას სხივები შესძინა და ასახული კონტური თვალსაჩინო გახადა . 

მოულოდნელობისგან წამოიყვირა და ვერც გააცნობიერა როდის დანამა სახე მისმა ცრემლებმა . ოდნავ დამფრთხალ , მტრულად მომზირალ ბრიას გახედა მათ სხეულებს შორის მანძილი რომ შეემცირებინა და შესაშური სიმშვიდით უმზერდა დამხვდურს . 

- ეს ვიღა ჯანდაბაა ? - გვერდულად გადახედა გაფითრებულს და თვალი ისევ გამოსახულებას გაუსწორა . 

ყოფილიWhere stories live. Discover now