თავი 21 .

286 12 15
                                    

ქანდაკებად ქცეული ქალის რეალურობას მხოლოდ მისი სხეულის ცახცახი გასცემდა . ვერც ხვდებოდა სად მოგზაურობდა მისი გონება . თითქოს იმ შეხებებსა და შიშსაც აიგნორებდა რასაც განიცდიდა .

-დედა .. - დაბნეული რომ წამოვიდა პატარა იზაბელა მისკენ , ისეთი შეგრძნება გაუჩნდა თითქოს პირველად მიმართავდა ასე , თითქოს მის გონებაში ბოლომდე უნდა შეენახა ბავშვის ხმა . ისიც იგრძნო მარწუხებივით შემოხვეულმა ხელებმა დაძვრის საშუალება რომ არ მისცეს და ტუჩებაკანკალებულმა დახუჭა თვალები რამდენჯერმე გამოსახულების გასასწორებლად .

- გთხოვ .. - სასოწარკვეთილება სულდგმულობდა მის ხმაში .

- როგორც , შენ გინდა პატარავ - შუბლზე მიაკრა ტუჩები და ხელები შეუშვა ქალს . ევასაც მაშინვე მოეკეცა მუხლები და დაბნეულად მომზირალი იზაბელა ჩაიკრა გულში .

- ჩემო ფერია - რამდენჯერმე მიაკრა ცრემლიანი ტუჩები და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა . იქვე ჩამომდგარ კაცს გახედა . აშკარად , იღვრებოდა მისი სხეულიდან მოუთმენლობა . კონცენტრაცია ისევ პატარაზე მოახდინა - გახსოვს დამალობანას რომ ვთამაშობდით ?

- არ მინდა თამაში - უნდობლად გახედა აქამდე საყვარელ სხეულს და მეტად მიეკრა დედას .

- მე მინდა .. შენ ხომ ჩემს სურვილებს სულ ასრულებ პატარავ ..

- აღარ იტილებ ?

- აღარ .. აღარ დე - ტუჩები დაებრიცა პატარა ხელებით რომ მოაშორა ცრემლები - მე დავითვლი კარგი ?

- კარგი - რაღაც უცნაური სხივი შეეპარა ხმაში და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები .

- მიყვარხარ.. და გიპოვი იზაბელა , ეს ყოველთვის გახსოვდეს კარგი ?

- დაგელოდები დედა - ღიმილით ამოთქვა და ქალის თვლასთან ერთად ოთახიდან გაქრა .

- ანინე .. ის როგორაა?

- მალე მოვლენ ევა .. - მხარზე აცეკვებულ თითებთან ერთად შიშის ტალღებიც გაუვრცელა სხეულში . ცხვირი ჩამალა ქალის ყელში და მის სურნელთან ერთად გავრცელებული შეგრძნებებიც შეიწოვა .

ყოფილიWhere stories live. Discover now