თავი 8 .

453 21 2
                                    

ნაცნობი შეხება სითბოდ მოედო სხეულზე . გაუცნობიერებლად გაუხახუნა მამაკაცის ყელს ცხვირი და მისი სურნელიც უსირცხვილოდ მოიპარა . 

სიცივის ფენებზე , ისედაც დახორკლილი სხეული მეტად დაუბუსუსდა და გაუცნობიერებლად ჩამალა სახე მის ყელში . 

- ჰარი - ბავშვივით ამოიბუტბუტა და ჯერ კიდევ მორფეოსის გავლენის ქვეშ მყოფმა მიაკრა მის ყელს ბაგეები - მცივა - ტუჩებიც დაბუშტა და იგრძნო როგორ შეეხო მისი კანი რაღაც ტყავის ზედაპირს . სითბომ მოადუნა და ისევ შეიბრუნა ძილი . 

ყველაფერი ისე იყო თითქოს დივანზე ჩაძინებულს , გვიან დაბრუნებული ჰარი საწოლში აბრუნებდა . 

ან მისი დაგვიანებით გაბრაზებული უკვე ჩაძინებული მოჰყავდა მშობლების სახლიდან , შემდეგ ბევრს დასცინოდა მის ბავშვურ საქციელზე და თავიდან გაბრაზებულს მრავალფეროვანი გზებით ირიგებდა . 

მაშინ იმდენი "ვერ შევძლებ" იყო მათ ლექსიკონში , ალბათ , ახლა გაეცინებოდათ კიდეც. 

მძიმედ გაახილა თვალები და თავის ტკივილი დააიგნორა . ოდნავ წამოწია თავი . ჰარის საჭეზე ჩავლებული ნატკენი ხელის დანახვისას თავი სავარძელზე დააბრუნდა და ტირილის შესაკავებლად ტუჩზე იკბინა . 

არ უშველა , მაინც გადმოკვეთა ცრემლებმა ჯებირები და უმოწყალოდ დაეპატრონა ქალის სახეს . 

მანქანის ფანჯრიდან შემოსული ლამპიონების განათება ძნელად ჩუქნიდა სინათლეს ავტომობილს , რის გამოც შექმნილი ატმოსფეროც მეტად უჩუყებდა გულს . 

- როგორ იპოვე ? - ისე გააჟღერა ვერც მიხვდა . 

- მნიშვნელობა აქვს ? - ისე ცივად ჟღერდა ჰარის ხმა იგრძნო როგორ ჩაწყდა რაღაც . 

- მე მართლა არ მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო .. ჰარი , მართლა ვამბობ - მხარზე შეეხო და თითებიდან რომ გამოეცალა მისი სხეული თვალები თავიდან აემღვრა . 

ყოფილიWhere stories live. Discover now