The last one .

511 23 12
                                    

მძიმედ სუნთქავდა და ფანჯრის მინაზე ჩამოშვებულ წვეთებს თვალებს აყოლებდა . საშინელი სიმარტოვისა და უსუსურობის შეგრძნება არ ტოვებდა . საკუთარი თავის მიმართ ზიზღსაც გრძნობდა . 

უნდოდა რამე დაემსხვრია , ეყვირა , შინაგანი ტკივილი გამოეთავისუფლებინა მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა . იცოდა აზრი არ ჰქონდა , მაინც ვერ დაიცლებოდა . 

პალატის კარის ხმაზე არ განძრეულა , თავად მოუტანა შემოსულმა გრილი წვიმის სურნელი და აკანკალებული ნაბიჯებით დაიძრა მისკენ . 

თავიდან ყოყმანობდა , ვერ გაეგო მოეხვია თუ არა საწოლში მყოფისთვის ხელები , მაგრამ შემდეგ განვლილმა წლებმა და სულიერმა კავშირმა სიმამაცე მისცა . 

ნაზად შემოაჭდო თითები და გაზაფხულივით გაუვრცელა სითბო სხეულში .

 ახლადამოსული ყვავილებივით აყვავდა  თანადგომა კლერის სულში და პატარა ბავშვივით ატირდა მეგობრის მკლავებში . 

- არ შემეძლო .. - განწირულ ამოხავლებას უფრო გავდა ძვლივს ამოთქმული სიტყვები - ჩემი შვილი .. ჩემი .. 

- სულ შენთან იქნება .. 

- ჩემი შვილი მოვკალი ამაზე უარესს რას გამაკეთებინებენ ? - მჭიდროდ ჩასჭიდა თითები და ბგერებს ამოაყოლა განცდილი ტკივილი . დამამშვიდებელის მოქმედებამ და ემოციურმა ფონმა მალევე წაართვა ძალა ქალს და მეგობრის მკლავებში ჩაძინებული გადაეშვა მორფეოსის სამყაროში . 

ნელა დაატარებდა ფალანგებს სახეზე და ცრემლებს უშრობდა მეგობარს . კარის ხმაზე სებასტიანს გახედა და  წამოიწია . 

- როგორაა ? - მწვანე თვალებს ვერ აშორებდა ქალს და მზერით ეფერებოდა შორიდან . 

- არვიცი ამას როგორ გადაიტანს .. სიტყვებიც არ მაქვს .. არაფერი მაქვს რომ დავამშვიდო .. - თვალები აემღვრა და კარს ჩაეჭიდა . 

- მასთან ხარ და ეს საკმარისზე მეტია . 

- შენ როგორ ხარ ? 

ყოფილიDonde viven las historias. Descúbrelo ahora