თავი 23 .

356 16 9
                                    

შეშინებული ისე გამოეყო მის სხეულს თავადაც ვერ გაიაზრა . ეგონა ზემოდან დაჰყურებდა გრძნობების ჩრდილქვეშ მოქცეულ გამოსახულებებს . 

სიბრაზეშერეული ირონია შტორმივით ვრცელდებოდა ირგვლივ . 

- სულ მაინტერესებდა ასე შეკრებილები რაზე ვილაპარაკებდით .. 

- რაც ნაკლებს იტყვი , მეტი შანსი გექნება აქედან გასვლის .. - კაცის ხელში მოქცეულ იარაღს ირონიულად შეხედა ჰარიმ და ევას მოჭერილ თითებს დააკვირდა . 

- ოუ .. - დამცინავად შეიცხადა და თავი გვერდით გადახარა . წამით შეავლო მზერა  გაფითრებულ , აკანკალებულ კლერს და გონებაში ახალი გეგმის შედგენა დაიწყო . ეს დასასრული იყო , დასასრული მაგრამ გზის ბოლოს მარტო დგომას არ აპირებდა . 

- ლიამ - უკანასკნელი იმედები იფერფლებოდნენ ქალის ხმაში . სტკიოდა , ახლაც ვერ იჯერებდა და სადღაც მიმალულ გრძნობებს რომ ეს ყველაფერი შეიძლება თამაში აღმოჩენილიყო ბოლომდე ეჭიდებოდა . 

- პატარა , სულელი კლერი .. - მხოლოდ წამიერად გაკრთა თანაგრძნობა მის თვალებში , შემდეგ კი შედეგით გაბოროტებული , მათ შორის ყველაზე მარტივად სამართავს დაუბრუნდა . ქალს , რომელსაც უყვარდა და მისი ყველა სიტყვა კონტროლს დააკარგვინებდა - სხვისი ჩრდილით .. მომაბეზრებელი , ქარაფშუტა ქალი რომელიც ჩემს უსიყვარულობასაც ვერ ხვდებოდა .. საწოლშიც დიდი ვერაფერი , სასურველსაც მხოლოდ მისი სურნელი გხდიდა -  დამცინავად გაიშვირა იარაღი ჟღალთმიანისკენ და ისევ კლერს დაუბრუნდა - შენი გაჟ**ვისას მასზე ფიქრები მაგიჟებ.. - წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო ჰარის სწრაფი რეაქციის გამო . წამით შებარბაცდა და მოულოდნელობისგან იარაღიც გაუვარდა .  თვალი მოკრა აკანკალებულ , სახეშეშლილ კლერთან ახლოს მყოფ , მუხლებზე დამხობილ ეველინს .

უკვე თქმულის უკან დაბრუნება შეუძლებელია , მაშინვე ისხამენ ემოციის სამოსს და ირგვლივ ედებიან ჩვენს გულისცემას . 

ყოფილიWhere stories live. Discover now