თავი 22 .

319 15 10
                                    

ზიზღის იმპულსები შეხებისთანავე გაუვრცელდა სხეულში . თავის დახსნა სცადა და წინააღმდეგობა გაუწია . მამაკაცის ხელების მოჭერაც იგრძნო სხეულზე , რაც მის უკმაყოფილებას გამოხატავდა . ხელი იქამდე არ შეუშვა სანამ საკუთარი ეგო არ დაიკმაყოფილა . მარტივად შეატრიალა დაძაბული ეველინი მისკენ და თმებში შეუცურა თითები .

-წინააღმდეგობა უფრო აღმაგზნებს ევა - ნაზად ჩამოატარა ფალანგები ქალის ტკივილიან ნაკვთებს .

- რას მიაღწევ ლიამ ამით ? - თავის გაწესა სცადა უკან მაგრამ არაფერი გამოუვიდა .

- რაც მინდოდა უკვე მივიღე - ყურის ქვეშ მიაკრა ბაგეები აკანკალებულს - სახლი ვნახოთ ..- მხარზე წაავლო ხელი და კარები გახსნა .

სისუფთავის მიუხედავად , მაინც იგრძნობოდა სიძველის სული . ზედმეტად სადა გარემო იყო , ზუსტად ისეთი როგორიც ეველინს მოეწონებოდა . იმდენად ირონიული ეჩვენებოდა ყველაფერი , იმდენად სასოწარკვეთილი და უსუსური მისი თავი სიცილი დაიწყო .

შოკო ჰქონდა , აშკარა შეტევა , რომელსაც ვერაფერს უხერხებდა . გაკვირვებული ყავისფერი თვალებიც აღიქვა , მაგრამ თავი ვერაფრით მოთოკა , იგრძნო მოწოლილი ირონია როგორ გარდაიქმნა ცრემლებად და ისიც აკანკალებული დაეშვა მუხლებზე . 

თანდათან შეუნელდა გულისცემა და ნელი სუნთქვით ძვლივს დაიწყო მისმა ფილტვებმა ჟანგბადის მოძიება . 

ხელებზე შვება რომ იგრძნო , ამოძრავება მოუნდა მაგრამ დაბუჟებულ მტევნებს ვერაფერი მოუხერხა . 

შეშინებული ლიამის ხელებიც მოეხვია მხრებზე და წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოიქცია მისი სხეული მკლავებში . 

- რატომ მე ? - ძვლივს ამოუვიდა სიტყვები პირიდან და გამშრალი ყელის ჩაწყნარება ჩახველებით სცადა . 

- თეთრი კაბა გეცვა .. მოცეკვავეებს შორის ისეთი ლამაზი და ნაზი იყავი .. პირველივე წამიდან მივხვდი რომ ჩემი ჯეიდა იყავი .. ჩემთან დაბრუნდი და ჩემი უნდა ყოფილიყავი .. რომ მოგიახლოვდი გამიღიმე , ისე როგორც მაშინ როცა ჩვენს შვილს ატარებდი .. მერე ცეკვა მაჩუქე პატარავ .. ანგელოზს ჰგავდი თმებში ჩამაგრებული ყვავილებით .. - წითელ თმებში შეუცურა თითები და ნაზად აამოძრავა - ყველაფერი გამოგვივა ევა , ერთად ყველაფერი გამოგვივა .. 

ყოფილიWhere stories live. Discover now