4თავი

622 74 8
                                    

რამდენიმე თვის შემდეგ

[დღიური]

დიდი ხანია აღარ მომიწერია შენთვის. ჩვენ უკვე დავდებიტდით, ჩვენი სიმღერა ძალიან მოეწონათ! ერთ დღეში უკვე 2მლნ ნახვა ჰქონდა;
ეს ჯერ ხომ დასაწყისია?
იმედი მაქვს რომ ფანები გვეყოლება.
ჯონგუკი-ალბათ გაინტერესებს რა ხდება, ჩემს და გუკის შორის არა?
როცა სახლში დავბრუნდი,მას ეძინა. მე ოთახში ასვლა გადავწყვიტე;არცარავინ შემწინააღმდეგებია.
ის დღე ოთახში გავატარე, ჰოსოკმა და თეჰიმ შემომიტანეს საჭმელი.
მართალია ძალით მაგრამ მაინც შევჭამე;
იცი რაა? ახლა ვხვდები,რომ ტყუილად მოვაწყე დრამები;
ახლა ვხვდები რომ ასე არ უნდა გამერისკა, კიდევ კარგი დროზე მომისწრეს ბიჭებმა..
მეორე დღეს სიმღერაც ჩავწერეთ, ჯონგუკი ყურადღებას არ მაქცევდა,
მესამე დღეს, კი მე ჯინს სავაჭროდ გავყევი..ყველაფერი ვიყიდეთ და წამოსვლას ვაპირებდით როცა რაღაც გამახსენდა..
-ჯინ ჯინ ჯინნნ!-რომ დავიწყე ყვირილი ვეღარ გავჩერდი;
-რამოხდა ჯიმინნნ! კარგად ხარრ??‐მგონი ძაან შევაშინე?!ისეთი მშიშარაა;
-კარგი დაწყნარდიი! არაფერიი
-მოიცა რა შენც მეღადავებიი??
-არაა ჯინნ რაღაც დაგვავიწყდა!ვიყიდი და დაგეწევი.
ჯინი წავიდა, მანქანაში ჩაჯდა და მელოდებოდა.
მე შევედი მაღაზიაში და ბანანის რძე ვიყიდე...
ხო ჯონგუკს უყვარს..როდესაც გავრაზებულია, მხოლოდ ასე შეუძლიათ შემორიგება..
მაშინაც როდესაც ნამჯუნმა უყვირა ასე შემოირიგა.
მინდოდა ასე მაინც მომეგო მისი გული..
მანქანაში ჩავჯექი თუ არა ჯინი დამეტაკა:
-ბანანის რძე იყიდე?
-კი
-ჯიმინ! ვიცი რომ მასთან ურთიერთობა გინდა მაგრამ...
-ჰიონ! გთხოვ, ვიცი რასაც ვაკეთებ.
ცოტახანში უკვე სახლში ვიყავით.

-ჯონგუკკ, ჯონგუკკ მოდი მომეხმარე
‐დაიყვირა ჯინმა
-ნახე ჯიმინმა ბანანის რძე გიყიდა!
გუკი სიხარულით გამოიწია მაგრამ როცა გაიგო რომ მე ვუყიდე უკან დაიხია.
-არ მინდა!-
-ჯონგუკკ!
-ჰიონ მე მივიღე ჯიმინი! მაგრამ თავის მოჩვენებას არ ვაპირებ!
-ჯონგუკკ კმარა უკვეე-დაიღრიალა თეჰიონმა და იქით გამიყვანა..
-ჯიმინ გეყოფაა! ასე უფრო თავს იმცირებ! გთხოვ, არ მინდა რომ გული გეტკინოს. მისმინე მოვა დრო და შენზე იოცნებებს! მაგრამ ცოტა მოითმინე..
-კარგი, მე.. მე ოთახში ავალ -ვთქვი და გაბრაზებული ოთახში ავედიი..
მესამე, მეოთხე,მეხუთე დღე ასე გავიდა.. შემდეგ ერთი თვე, ორი სამი და ისევ და ისევ ცუდი ურთიერთობა,ისევ და ისევ ის ცივი გამოხედვა..
ისევ ჩემი ხრიკები რომ მას მოვწონებოდი.. მაგრამ ამაოდ..
ერთხელაც რაღაც გადაცემაში მიგვიწვიეს; მგონი კითხვები უნდა დაესვათ თუ რაღაც ამდაგვარი,
ჟურნალისტმა ისეთი კითხვები დასვა რომ თავი ცუდად ვიგრძენი.. ვიცოდი რასაც უპასუხებდა ჯონგუკი..
[ჟრ]-ესეიგი ყველაზე პატარა მაკნე ჯონგუკია ხო? მაინტერესებს შენი შეხედულება ჰიონების მიმართ..
მან ყველა კარგად დაახასიათა. ისევ ჩემს გარდა...
-მგონი ჯიმინი გამოგრჩა!‐ხმამაღლა თქვა ნამჯუნმა
‐ახლა მინდოდა რომ მიწა გამსკდომოდა!ჯობდა ისევ დავიწყებოდი, ვიდრე დავემცირებინე.
-აჰ, ჯიმინ ჰიონი!-გაბრაზებულმა შეხედა ნამჯუნს.
-ხო, ჯიმინი...პაკ ჯიმინი, ერთი უბრალო ბიჭი; დაბალი,სულელი და მოსაბეზრებელი...-ამ სიტყვებმა გულში დანა ჩამცხო!
-მაგრამ ამავდროულად საყავრელი, და ლამაზი..-რრ..რა? ამას ჯონგუკი ამბობდა? ვერ ვიჯერებდი.
-როგორც იცით, ყველაზე მეტად მე მოვწონვარ..-თქვა სიამაყით და კეფა მოიფხანა..
[ჟრ]-მერე ჯონგუკ? შენ რას ფიქრობ მის ასეთ დამოკიდებულებას შენდამი?
-მე?ცოტა არ იყოს, არ მსიამოვნებს ასეთი ყურადღება..მაგრამ ის პაკ ჯიმინია და უნდა ავიტანო-ცინიკურად თქვა და ჩემსკენ გამოიხედა..
მინდოდა იქვე მომვკვდარიყავი..
მინდოდა ჯონგუკისთვის სილა გამეწნა, მისთვის ტკივილი მიმეყენებინა,დამემცირებინა! დიახ, ვერც კი მივხვდი ეს იდიოტი როდის შემიყვარდა! კი ბიჭი ვარ მაგრამ შემიყვარდა! წყეული იყოს ის დღე როდესაც მას შევხვდი და გრძნობები გამიჩნდა!მეზიზღები ჯონ ჯონგუკ! როგორ მინდა, ეს პირში მოგახალო მაგრამ რამდენჯერაც შენს დიდ თვალებს ვხედავ, ახლიდან მიყვარდები!მიყვარდებიი და ეს მტანჯავს ზუსტად!მე ახლა მჭირდები! და თუ ცხოვრება იგივეს გამოგაცდევინებს, რასაც მე..
ძალიან გამიხარდება! ჯონ ჯონგუკ!
დღეიდან ის სულელი, მოსაბეზრებელი ჯიმინი აღარ ვარ!
შენს გამო შევიცვლები! არა იმიტომ რომ შემიყვარო! არამედ შენც ჩემსავით დაიტანჯო!


პატარა თავია.იცით რამდენი ხანია მოფიქრებული მაქვს ამ ფიკის შინაარსი💀უბრალოდ წერა მეზარებოდა.

wattpad or diary?Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu