13 თავი

586 75 5
                                    

ჯონგუკი თავაწეული განაგრძობდა სვლას. ჯიმინი კი გახარებული და გაოცებული მისდევდა მას.. ბიჭებმა გამოიცვალეს და საერთო საცხოვრებელში წასვლა დააპირეს.. იუნგი ჰოსოკი და თეჰი საერთო მანქანაში ჩასხდნენ, ჯინი და ჯუნიც სხვა მანქანაში. ჯიმინი როგორც ყოველთვის იგვიანებდა. ჯონი მას ელოდებოდა და ბიჭებს ანიშნა რომ წასულიყვნენ და თან ჩუმად ჩაიხითხითა
–ჩვენთვის უკეთესია-თქვა და სანამ ჯიმინი მოვიდოდა ვათპადში შევიდა.
დაიწყო იმ ფიკის კითხვა რომელიც გუშინ ვერ დაამთავრა.. ჰაჰ ომეგავერსიაზეაა?! ვერაფერი გაიგო მაგრამ ფიკი მოსწონს...
–ჯანდაბა სულ ყველა ფიკში ასეთი ნაბიჭვარი როგორ ვარ?-გაბრაზდა გუკი და ტელეფონი სკამზე დაახეთქა. რა დროსაც ჯიმინი მოვიდა.
–ააჰ?ჯონგუკ შენ არ წახვედი?
–გელოდებოდი...-ამოილუღლუღა გუკმა
–მეე?
–სხვა ვინმეს უნდა დავლოდებოდიი?-კითხვა კითხვით უპასუხა ჯონგუკმა
–მაგალითად "შენს" თეჰის-უპასუხა და ცინიკურად გაუღიმა. ჯიმინმა საპასუხოდ ჯონგუკისგან გაბრაზებული სახე მიიღო
–კარგი ჰო მე მეგონა იუნგი უფრო დამელოდებოდა-თქვა  და ეშმაკირად გაიცინა
–ჯიმინნ შეგიძლია გაჩუმდეე და დაჯდე?‐ჯონი გაბრაზდა, ენით თავის ლოყას შეეხო და  ჯიმინს გახედა.
პაკი ბედნიერი იყო... ჯონგუკის გვერდით დაჯდა და ტელეფონი ამოიღო
ცოტახანში უკვე იუნგის ფოტო ამოაგდო და ჯიმინმა კომენტარი გააკეთა.
"ჰიონნნნ მიყვარხარ"
ამას ჯონი გვერდიდან უყურებდა და ღიზიანდებოდა.
–შენსა და იუნგის შორის რამე კავშირია?- იკითხა ჯონმა
–რრა-სიცილის ვეღარ იკავებდა ჯიმინი
–დაიკიდე არაფერი-თქვა ისე რომ ჯიმინისთვის არც კი შეუხედავს.
–ჯონგუკკ... რა გჭირს? წეღან კონცერტის ბოლოს რა გააკეთე?-ისე შეეკითხა თითქოს არ სცოდნოდეს რა გააკეთა
–არმის დავემშვიდობე-თქვა და ზედაც არ შეუხედავს ჯიმინისთვის
–არა მაგას არ ვგულისხმობ.. მე ანუ ჩვენ... უფროსწორედ შენ ახლოს მო-ენა დაება ჯიმინს
–მაინც არ დამისრულებია  და?-უთხრა თუ არა, შემობრუნდა ჯონგუკი და ჯიმინთან ახლოს მიიწია, ისე რომ მათი ცხვირები უკვე ერთმანეთს ედებოდნენ.
–გუკკ...-ჯიმინი უკვე ღრმად სუნთქავდა.. ვეღარ ითმენდა..  მის წინ ხომ მისი "პირველი სიყვარული" იჯდა? ისე რომ უნდა ეკოცნათ კიდეც..
"ჯიმინ ოცნებებმა არ გაგიტაცოს! გამოფხიზლდი ჯიმინ! არ შესცდე. გულს გატკენს!" ლაპარაკობდა ჯიმინის შინაგანი ხმა. მაგრამ ეს რამეს უშველიდაა? ჯიმინმა თვალები დახუჭა და დაელოდა როდის გადადგამდა მისი "სიყვარული" პირველ ნაბიჯს
–რაიყო რა მოგივიდა? დაიჯერეე?? –ხმამაღლა გადაიხარხარა ქუქმა და ჯიმინს მოსცილდა.
პაკმა თვალები გაახილა თუ არა, რეალობას დაუბრუნდა..
მან ჩაწყლიანებული და გულნატკენი თვალებით შეხედა ჯონს და შემდეგ ფანჯრისკენ გაიხედა
–ჰაჰ-ამის თქმა შეძლო მარტო და თვალები დახუჭა
მას ამის დავიწყება უნდოდა! მას ჯონგუკი ეზიზღებოდა! ეზიზღებოდა ის ადამიანი ვინც ასე ძალიან უყვარდა! საშინლად ეზიზღებოდა. უნდოდა რომ იქვე მოეკლა ან თვითონ მომკვდარიყო მაგრამ შეძლებდა ამას?

wattpad or diary?Where stories live. Discover now