10 თავი

688 75 17
                                    


Jungkook's pov

მე ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ჯიმინი მანქანაში ჩაჯდა.. მეც ჩავჯექი და მის ყურებისას თავი კარებს ავარტყი..
-ჯანდაბა!-თავზე ხელი წავივლე-ჯიმინს კი უკვე სიცილისგან ცრემლები გასდიოდა
-ძალიან გეტკინაა??-კითხვა დასვა და სიცილი გააგრძელა.. ლამაზი იყო,მისი თითოეული ნაკვთი ულამაზესი იყო... ამას აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდი..
-არაუშავს-ვუთხარი და გვერდით მივუჯექი; ჯიმინი დაწყნარდა და ფანჯრისკენ გაიხედა, მე კი მისი ცქერით ვტბებოდი..
ახლაც ვერ ვიჯერებ რომ არმი ოცნებობს იმაზე რომ ჯიგუკი "ნამდვილი" იყოს?!
მე.. მე ჯიმინის ღიმილს თავიდან ვერ ვიგდებდი, მისი უბრალოდ "ცქერით" ვერ ვძღებოდი..როდესაც იღიმოდა თვალები უწვრილდებოდა... ძალიან საყვარელი იყო..
-რამოხდა? ასე რატომ მიყურებ?-შემამჩნია და შემეკითხა
-ჯიმინ, არასდროს შეწყვიტო გაღიმება, არც მაშინ, როცა სევდიანი ხარ, რადგან არასდროს იცი, ვის შეიძლება შეუყვარდეს შენი
ღიმილი...-ეს ყველაფერი გულწრფელად ვუთხარი;
-რ.. ჯონგუკ რის თქმას სცდილობ? ორი დღეა რაღაცეებს მინამიოკებ!რა გჭირს?-ერთნაირად მომაყარა კითხვები.
-აი მოვედით-თემა შევცვალე მე და მანქანიდან გადავედი.

-ოჰ მოვიდნენ-დაიყვირა გაბრაზებულმა ლიდერმა
-დღეს ჯონგუკმა დააჯიმინაა-თეჰიონმა დაიყვირა..
"დააჯიმინა" ამას მაშინ ვეუბნებით ხოლმე ერთმანეთს როდესაც ვიგვიანებთ რადგან ჯიმინი ყოველთვის ბოლოა ხოლმე
-ჯიმინზე არც გამიკვირდება.. ყოველთვის აგვიანებს-გააგრძელა თეჰიმ
-კარგით შემოგვიერთდიით!-დაიღრიალა იუნგიმ..

3 საათის შემდეგ:

-ბიჭებო.. ხუთ დღეში კონცერტი გვაქვს უცბად მოგვახალა ჯუნმა
-მერე ამას ეხლა გვეუბნებიი??-იკითხა ჯიმინმა
-მეც ახლა გავიგეე!
ჩვენ სახლში დავბრუნდით.. დაღლილებმა ოთახში ასვლა და დასვენება ვარჩიეთ.. მე შხაპი მივიღე და ლოგინზე დავწექი.
ისევ შევედი ვათპადში და კითხვა გავაგრძელე..
თეჰიონიც მალევე მოწესრიგდა და თავის ლოგინზე დაწვა
-ჯუნგოო რას ჰკითხულობ?-რა მეპასუხაა? რადგან ახლოს ვიყავი მასთან გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა
-ჩემზე და ჯიმინზე.. ფიკს-დავიმორცხვე მე
-ჰაა? -მე ყველაფერი ავუხსენი და შოკში ჩავაგდე.. უფრო იმან გააკვირვა რომ ჯიმინზე დავინტერესდი..
-ჯანდაბააა! ვიცოდიიიი ვიცოდიიიი -ადგა და ლოგინზე ხტუნაობა დაიწყო
-არაა! კი!უფრო სწორად ხო თუ რავი უფალოოოო!ვიცოდიიიი არაა-ტიროდა თუ იცინოდა ვერ ვხვდებოდი.
-დამშვიდდი! დამშვიდდი... რა იცოდიიი??
-იდიოტო ნაგავო!-ახლა მართლაც ჯანდაბაა, ამას რაღა უნდა?
-რა და ჯანდაბა! გაიხსენე 2013 წელიიი?როგორ ექცეოდი ჯიმინს! ნამდვილი არარაობაა ხარ! ახლა მასზე გული მოგილბა ხოო?? რადგან ასეთი ლამაზი და სექსუალურია? ყველა გოგო და ბიჭი რომ მასზე ოცნებობს? იმ არმის რომ არ ეთქვა ვათპადის შესახებ ალბათ ზედაც არ შეხედავდი ხო?-თეჰის სიტყვებმა გული ძალიან მატკინა; არა იმიტომ რომ მეჩხუბა, არამედ მის სიტყვებში სიცრუის ნატამალსაც კი ვერ დაინახავდი.. ის მართალი იყო..
-ვიციი!ვიცი რომ მტყუანი ვარ!
-კარგია თუ ხვდები-მითხრა და გვერდით მომიჯდა
-ხმამაღლა წაიკითხე-მე კი ის ფიკი წავიკითხე სადაც ჯიმინი ჩემს გამო კვდება. "ძალიან გვიანია"..
ამ ფიკმა, ძალიან გამანადგურა..
არმი.. არმი ფიქრობს რომ შეიძლება ჯიმინს, ჩემს გამო რამე მოსვლოდა?!
-მეზიზღები ჯონგუკ!რატომმ გამახსენე ეხლა ეგ დღეებიი-დაიწყო ბღავილი თეჰიმ... ღმერთო მართლა აფერისტიაა.
-კარგი,კარგი!ახლა უნდა დამეხმარო-ვთხოვე მე
-ჯანდაბა. როგორ?
-არვიცი...

ამის შემდეგ მე და თეჰი მთელი ღამე ვსაუბრობდით თუ როგორ დამეხმარებოდა..

Jimini's pov
[დღიური]
დიდი ხანია შენთვის აღარ მომიწერია...
ყველაფერი კარგადაა.. ჩვენ 5 დღეში კონცერტი გვაქვს..ძალიან მიხარია რადგან არმის ვნახავთ..
მე და გუკი ჩვეულებრივად ვართ ერთმანეთთან..
შენთვის არ მითქვამს რომ მოგზაურობა მინდა? ჩვენ ყოველთვის დავდივართ სამოგზაუროდ.. ნუ როცა კონცერტები გვაქვს.. მაგრამ მე მინდა რომ ჯონგუკთან ერთად მარტო წავიდე.. ეს ადრე რომელიღაც გადაცემაშიც ვთქვი მაგრამ გუკმა მასხრად ამიგდო...
ბევრი რამ არ ჩამიწერია აქ; თუ როგორ მექცეოდა ჯონგუკი.
ამ ბოლო დროს, გუკი რაღაცეებს "მინამიოკიებს".. როცა რაღაც უნდა მითხრას მაშინ ჩერდება ხოლმე..
ბოლოს მითხრა რომ სულ უნდა ვიღიმოდე.. სიმართლე გითხრა ამ დროს თავი სრულყოფილად ვიგრძენი..
მისი სიტყვებს რომ ვიხსენებ..
გიჟივით ვიცინი,კი მიხარია.. როგორც შეყვარებული ადამიანი იტყვის ხოლმე "მუცელში პეპლები მყავს" აი ასე ვარ ახლაც...
უბრალოდ მინდა რომ ეს სიტყვები აქ ჩავწერო...არაუშავს ამას ხომ ვერავინ გაიგებს;
"-ჯიმინ, არასდროს შეწყვიტო გაღიმება, არც მაშინ, როცა სევდიანი ხარ, რადგან არასდროს იცი, ვის შეიძლება შეუყვარდეს შენი
ღიმილი..."
მაგრამ იმასაც ვერ ვხვდები, ეს რატომ მითხრა? მაინც ვის უნდა შეუყავრდეს ჩემი ღიმილი?...
იმედია ის ვიღაც შენ იქნები ჯონგუკ...
მაგრამ "იმედი" აღარ მაქვს...
ახლაც დარწმუნებული ვარ მხოლოდ ძმასავით მიყურებს.. თუ მაგ დონეზე მაინც ვუყვარვარ!


wattpad or diary?حيث تعيش القصص. اكتشف الآن