18 თავი

550 75 24
                                    

ახლა ზის და ფიქრობს: რა მოხდება თუ ვერ გაიღვიძა? რას იზამს თუ ის ჯიმინს დაკარგავს?რა მოხდება მომავალში?

ამ ფიქრებისგან, იუნგის მოსვლამ გამოფხიზლა.
გვერდით მიუჯდა და საუბარი დაიწყო.

-გახსოვს? პირველად ბანანის რძე რომ გიყიდა? რა ბედნიერი იყო...-სიმწრით იცინოდა იუნგი.
-კი, მე კი არ გამოვართვი-ორივე ისტერიკულად იცინოდა.
-მეტიც, უთხარი რომ არ გჭირდებოდა მისი ნაყიდი!
-რა იდოტი ვარ არა?-უთხრა და შეხედა იუნგის.
-კარგია რომ ხვდები...
-ჰიონ, თუ ის წავა... არმის რა ეშველება?
-ნუ სულელობ!.არავინ არსად არ მიდის.
-მე რა მეშველებააა? რა? არვიციი, ამ ბოლო დროს მის მიართ რაღაცას ვგრძნობ..
-რ რაას?-შემოუბრუნდა იუნგი.
-რაღაცას... არვიცი ეს რა გრძნობაა მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მე მის გარეშე ვერ გავძლებ!-თქვა ჯონგუკმა და ცრემლები გასდიოდა.
-კარგად იქნება დამშვიდი!
-რაღაც უნდა გკითხო-თქვა შუგამ
-გისმენ
-ჯიმინი... ჯიმინი გიყვარს?-ამ კითხვამ ჯონგუკი გააშეშა.. ხმას ვერ იღებდა. ნუთუ უყვარს? "არა"-რომ თქვას არ შეუძლია.. ის თავის თავთან აღიარებს რომ მისი "სიყვარული"-ა;
-არვიცი.. ამ გრძნობას სიყვარული ჰქვია? თუ ასეა კი.. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს!-ბუტბუტებდა გუკი.
-რატომ არ ეუბნებოდი აქამდე?
-მეშინოდა... და თან სულ ახლახანს მივხვდი რომ მიყვარს..
-გეშინოდა მისი პასუხის? არ მინდა რომ ჩავერიო და ჯიმინს გული ვატკინო მაგრამ დავიღალეე, აღარ შემიძლია ვუყურო როგორ იტანჯება ჩემი მეგობარი სიყვარულისგან-ჯონგუკი ვერ იგებდა შუგა რას ამბობდა.
-რრა?
-ჯიმინის ოთახში... ჯიმინის ლოგინის ქვეშ დღიური დევს! ნახე და წაიკითხე! მერე მიხვდები თუ რას ჰგრძნობს ის შენს მიმართ!
მაგრამ მგონია რომ ეგ გრძნობა, რასაც გრძნობდა ადრე შენს მიმართ, გაუქრა!-უთხრა და გავიდა.

რა უთხრა იუნგიმ ჯონგუკს? რა იყო იმ დღიურის საიდუმლო?..
ჯონგუკი წამში გავარდა სავაადმყოფოდან, ისე რომ იუნგის არც კი დამშვიდობებია.

wattpad or diary?Where stories live. Discover now