27თავი🧚

652 71 84
                                    

გააღე ეს წყეული!-ჯონგუკი კარებს ძლიერ ურტყამდა.

ხმაზე ბიჭებიც გამოვიდნენ ოთახებიდან.

თეჰიონი თავის ოთახში იჯდა და ტიროდა.

განა უნდოდა რომ ასე მომხდარიყო? განა არ შეეწინააღმდეგა?  მას ხომ არ უნდოდა ჯიმინის ტკენა?

აპატიებს ჯიმინი მას?

მან ხომ არასწორად გაიგო ყველაფერი..

[ომოო]

–გააღე ჯიმინ! გააღე
–რა ხდება?-დაიძახა ნამჯუნმა და მუშტი შეკრა.
–ღმერთებოო! ჰიონ გთხოვ მერე დაგელაპარაკებით!-ხელები მაღლა აღმართა გუკმა და ისევ კარს მიუბრუნდა.

–გაააღეე ჯიმიიინ!-ჯონგუკს უკვე ეტირებოდა. რატომ? რატომ გააკეთა ასეთი სისულელე როცა მას ჯიმინი ჰყავს? როცა მას სხვა უყვარს და იცოდა რომ ეს მას ატკენდა...
–ჯიმინ... მე ვარ იუნგი.. ჩემი ხათრით.. შეგიძლია კარი გაუღო?- ჩურჩულებდა იუნგი და ჯონგუკს გვერდით ამოუდგა.

მინიმუმ 5 წუთის შემდეგ კარი გააღო..

–ღმერთო ჯიმინ!- ამოისუნთქა ჯინმა
–ჯანდაბა მეგონა მოკვდი!-ატირდა  ჰობი და მას ჩაეხუტა.

ჯონგუკი კუთხეში იჯდა და ფიქრობდა წეღან რაც გააკეთა..

–რა მოხდ.. უფროსწორედ ჯონგუკს შეხედე.. ნახე... მიდი გელოდება!-უთხრა ნამჯუნმა და ბიჭებს ანიშნა  წასვლის დრო მოვიდაო..

_______________________
–ჯიმინ.. გთხოვ მომისმინე-ლოგინზე დაჯდა ჯონგუკი.
–შემეშვი კარგი?
–არა! არ შეგეშვები!
–ისედაც ეჭვი მქონდა რომ მეღადავებოდი.. მეგონა რომ ისევ მიყენებდი და.. დიახ მართალიც აღმოვჩნდი..-სახეზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა ჯიმინმა და თავის ლოგინზე დაწვა.

–რატომ არ გინდა რომ მომისმინო?! მარტო მე რატომ გამოგყავარ დამნაშავე?-ტონს აუწია ჯონმა.
–და მე ვარ დამნაშავე?-აგდებული ტონით უთხრა ჯიმინმაც.
–იმაზე რას იტყვი იმ ნაბიჭვარ თემინთან რომ იყავი მთელი დღე!

wattpad or diary?Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu