შეხვედრა

211 29 1
                                    

ნახევრად ჩაბნელებულ, სიგარეტისა და მოსაწევის კვამლით გაბურულ კლუბში, კუთხეში ვდგავარ და საერთო აურზაურს ვაკვირდები.
არც ვიცი აქ დღეს რატომ მივედი.
სახლში ვერ მოვისვენე, კაფეშიც დამჯდარი არ ვიყავი მაშინვე ფეხზე წამოვხტი, თითქოს იქ არ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი.
ფეხებს სხვაგან მივყავდი..
და იყო კიდე რაღაც.. რაღაც იდუმალი და ამოუცნობი, მაგრამ ამას მკაფიოდ შევიგრძნობდი..
წინათგრძნობა?! არ ვიცი..
რაც არ უნდა იყოს, მან, აქ მომიყვანა და ახლა უბრალოდ ვდგავარ და რაღაცას ველი..
ველი..
ველი..
უცებ სხეული მეძაბება და უცნაურ აღელვებას ვგრძნობ.. ჩემს თითებს, ვიღაც ეხება და სხეულში სასიამოვნოდ თბილი ტალღები მივლის..
გონება გამალებით იწყებს მუშაობას და მისკენ ვიხედები..
ჩემს გვერდით დგას და ვერც კი გრძნობს რომ ხელი, ჩემს ხელზე უდევს..
იცინის და სხეულს მუსიკას აყოლებს..
მე კიდევ მის სახეს თვალს ვერ ვაშორებ..
ულამაზესია..
შავი, გრძელი თმა და ყბის ძლიერი, გამოყვანილი ხაზი.. ნავარჯიშები, ძლიერი სხეულის კონტურები..
ჩემს გულს მალე ვეღარ დავეწევი..
უცებ სუნთქვას ვწყვეტ, რადგან ის მე მიყურებს.. მაკვირდება..
გაოცებული, მაგრამ დაინტერესებული მზერა აქვს..
მიყურებს და თითქოს ჩემს სულში ცდილობს ჩაძრომას..
ახლა ვხვდები.. ვხვდები აქ რატომ მომიყვანა რაღაცამ..
მე ის უნდა მეპოვნა..
და მე, ის, ვიპოვნე!

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now