ლამაზი წყვილი

54 12 2
                                    

ჩემს სმენას სწვდება ფრაზები:
'ოთახში ამდენი ლამაზი გოგონაა, რაღა მაინდამაინც პაკი აირჩია?!'
'ისევ ჯიმინი.. ყველა სიმპათიური ბიჭი მისია'
'ამან ხომ შეგვაღონა.. დაითრევს ყველაზე კარგ ბიჭს დარბაზიდან და მერე შურით გვხეთქავს'

ამ ყველაფრის გაგონებაზე ძალიან მეცინება, მაგრამ სახეზე არაფერს ვიმჩნევ.
აჰა.. ანუ ჩემს ულამაზეს მეწყვილეს ჯიმინი ჰქვია და გვარად პაკია.. მშვენიერია..
რა შურიან ხალხში უწევს მუშაობა.. ცოტა მეცოდება კიდეც, მაგრამ ვუყურებ და მგონია, რომ შესაცოდი არაფერი სჭირს, პირიქით.. ისეთი სჩანს, თავს არავის დააჩაგრინებს..
ვნახოთ.. ვნახოთ..
ფაქტია: ღმერთკაცივით ცეკვავს..

ეს სახე.. ყოველი მოძრაობის დროს სხვადასხვა გამომეტყველებას რომ იძენს.. სულს და გულს დებს იმაში, რაც უყვარს და რასაც აკეთებს..
იდეალური სილამაზე..
ჩამოსხმული სხეული..
ცეკვისთვისაა შექმნილი..

მეშინია ხელი მაგრად არ ჩავჭიდო და რამე არ ვატკინო იმდენად 'მსხვრევადი' სჩანს, მაგრამ ამავე დროს მტკიცე და თავდაჯერებული..
ზუსტად ისეთია, როგორ მეწყვილეზეც ყოველთვის ვოცნებობდი!

ერთ რიტმში ვსუნთქავთ.. ვმოძრაობთ.. ვცეკვავთ.. ვიღიმით..
მისი გამოხედვა მწველია, მაგრამ ამავე დროს ალერსიანი და თბილი..
მისი შეხება მტკიცეა, მაგრამ ამავე დროს ნაზი და ფაქიზი..
მეტს ვეღარ ვითბენ..

-ჯიმინ.. - მიმაქვს ტუჩები ყურთან რომ მუსიკის ხმა გადავფარო და ჩემი სათქმელი გავაგონო.
გაიგონა.. არაფერს ამბობს, მაგრამ თვალებში მიყურებს მომლოდინე მზერით..
-ჯიმინ.. გახდები ჩემი პარტნიორი? - ვეკითხები ორაზროვნად და ველი პასუხს.. გული ლამის საგულედან ამომვარდეს.. ყურები მღელვარებისგან დამიგუბდა და მუსიკა დახშულად ჩამესმის..
ჯიმინი ცოტახანი დუმს და თვალებში მაშტერდება.. მაფასებს.. თითქოს უნდა წაიკითხოს როგორი პასუხის ღირსი ვარ.. ზუსტად ვიცი მიხვდა რაც ვიგულისხმე..
მეღიმება.. ის კი, თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს..
გადაწყვიტა!

'რა ლამაზები არიან'
'ნეტა მეც ასეთი მეწყვილე მყავდეს'
'თვალს ვერ ვაშორებ სონ.. ულამაზესი წყვილია'
ჩამესმის ისევ გვერდით ჩაქროლებული მოცეკვავეთა სიტყვები და ბედნიერებისგან ლამის ავფრინდე..

ჯიმინის წვრილ წელს, ხარბად ვხვევ ცალ ხელს, მეორეთი კი, მისი პატარა მტევანი მაქვს მითვისებული და ზუსტად ვიცი, რომ მე და ის ცხოვრების და ცეკვის სამყაროს მწვერვალებს, ფეხის ერთი მოსმით დავიპყრობთ.

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now