ცეცხლის ალში

81 19 0
                                    

-ისევ გათიშული აქვს ამის დედაც ჯიმინ.. როდემდე?! როდემდე დაიმალები?! - ცრის ბრაზით სიტყვებს კბილებს შორის ჯონგუკი და მწარე სითხეს ხარბად ეწაფება. ყველაფერი ეწვის, ყელში თითქოს კოცონი აუგიზგიზეს, მაგრამ იმ ტკივილს მაინც ვერ ახშობს ეს კოცონი, რომელიც ჯიმინის წასვლამ მიაყენა.
იცის, იცის რომ ჯიმინი აღარ დაბრუნდება.. ორივეს ბრალია.. ორივემ საკმარისად ტანჯეს ერთმანეთი, მაგრამ მაინც ვერ უშვებს.. არ შეუძლია.. ურჩევნია ერთმანეთი ტანჯონ, ვიდრე მარტო იყოს ამ ტკივილთან, მის გარეშე.
ისევ ახალი მწარე ყლუპი.. ისევ სიცხის შემოტევა კისერში.. მაგრამ მაინც არ შველის..
ტელეფონის ეკრანზე ისევ არაფერი სჩანს.. არც გამოჩნდება.. იცის.. მაგრამ მაინც დაჰყურებს.. იქნებდაა..
ისევ მწარე ყლუპი.. ამჯერად ოდნავ შვებას გრძნობს, მაგრამ იცის.. იცოს, რომ ის არ დაბრუნდება..
ბოთლიც ცარიელდება.. სითხე ქრება.. ეკრანზე შუქიც ითიშება.. სიბნელე და თავბრუსხვევის სასიამოვნო განცდა რჩებიან მხოლოდ ჯონგუკთან.. მაგრამ როდემდე?!

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now