ჰორიზონტი

57 15 2
                                    

'როგორი პატარაა და სუსტი.. ცოტათი უფრო ძლიერ რომ მოვეხვიო, ალბათ გავტეხ..' - ფიქრობს ჯეი და თან ჯიმინის მოხვევას განაგრძობს.. ხელებით მთლიანად ეხვევა, ხოლო თავი, ჯიმინის თავზე უდევს და ხარბად შეისუნთქავს მისი თმიდან მომავალ სასიამოვნო შამპუნის არომატს..
გიჟდება ამ სუსტი და ნაზი სხეულის მოფერებაზე..
გიჟდება, როცა ჯიმინს ეხვევა და მთელი მისი სხეულით ფარავს მას, თითქოს ჯიმინი მთვარეა, ის კი - მზე..
-რას უყურებ? - ეკითხება და ჯიმინის მზერის მიმართულებით იხედება ისიც..
-ჰორიზონტს.. - პასუხობს მეორე და თბილად ეღიმება..
-და რა ხდება საინტერესო ჰორიზონტზე? - კითხულობს პირველი, რომელსაც მეორის ყურადღება მოაკლდა და არ სიამოვნებს..
-მზე ჩადის..
-ლამაზია, მაგრამ მირჩევნია მე მიყურო და ჩემი სიმპათიური სახის ყურებით დატკბე.. - ქაჩავს ცალ წარბს ზემოთ პირველი..
-ოდესმე ჩემი ყურადღება შენთვის საკმარისი იქნება?! - ეცინება ჯიმინს და ჯეისკენ ტრიალდება, მის სახეს, პატარა ხელებში იქცევს და მომღიმარი უმზერს თვალებში, სადაც მხოლოდ ის ჩანს.. ყოველთვის..
-არა, არასოდეს.. - ეღიმება უმცროსს და ჯიმინს ლოყაზე კოცნის..
ჯიმინი ვითომ თავგაბეზრებული ოხრავს და ისევ ჰორიზონტისკენ ბრუნდება.. უკნიდან უსიამოვნო საპროტესტო ამოოხვრა ესმის, მაგრამ რეაქცია არ აქვს.. 'არაუშავს.. ყველაფერი ისე ვერ იქნება ყოველთვის, როგორც შენ გსურს ჯონგუკა' - ამბობს გულში და უფრო მჭიდროდ ეკვრის მტკიცე და ძლიერ სხეულს, თან იღიმის, რადგან ზუსტად იცის ახლა რა უკმაყოფილო გამომეტყველებითაც უმზერს ჯონგუკი ჰორიზონტს და ეს ძალიანაც ამხიარულებს..

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now