მონატრებული

82 16 4
                                    

-ჯონგუკა.. სავარჯიშოდ არ მიდიხარ?
-ცოტახანიც ჰიონ.. - ამბობს ჯონგუკი და მისი ჰიონის თბილ სხეულს უფრო მჭიდროდ ეკვრის.
როგორ მოენატრა.. ჰიონი ძალიან დაკავებულია ბოლო დროს.. ახალი ალბომის ჩაწერით და ფრომოუშენისთვის მზადებით.. სახლში ისეთი დაღლილი მოდის ხოლმე, რომ წყლის გადავლების თავი ძლივს აქვს.. მაშინვე ეძინება.. ვეღარც ერთად ჭამენ, თამაშობენ, სადმე გადიან, ჩახუტებებმაც იკლო.. ჯონგუკს ყურადღება მოაკლდა.. ამიტომ ახლა ცდილობს აინაზღაუროს.. ისევ უფრო მჭიდროდ ეწებება ჯიმინის სხეულს და ნეტარებაშია განაბული..
-ჯონგუკაა ვეღარ ვსუნთქავ.. - ეღიმება ჯიმინს და ჯონგუკს თმას უჩეჩავს.
-მიმენატრე ძალიან.. - ბურტყუნებს ჯონგუკი..
-ცოტაც და სულ შენი ვიქნები.. ახლა ადექი და ვარჯიშზე წადი.. მწვრთნელს ნუ ალოდინებ..
-ხო.. მაგრამ..
-არაფერი მაგრამ.. მეც დავისვენებ ცოტას და როცა მოხვალ ფილმს ვუყუროთ ან რაც გინდა ის ვაკეთოთ.. შევთანხმდით?!
-კარგიიი ჰიონ.. - გაწელა უკმაყოფილოდ ჯონგუკმა სიტყვები და წამოიწია, მაგრამ ისევ ზედ დაეცა ჯიმინს და ისევ ხელები მოჰხვია.. -არ შემიძლიააა.. ვერ გშორდები.. - ამოიკვნესა საყვარლად..
-ჯინგუკ გეყოს.. ახლავე ადექი.. - აწია წარბი ჯიმინმა ვითომ მკაცრად, მაგრამ თან ჯონგუკის სისაყვარლეზე გულში ეცინებოდა.
-კარგი.. კარგი.. ჩემთან ერთად ყოფნა სულ აღარ გინდა.. - აბუზღუნდა ისევ ჯონგუკი..
-ნუ სულელობ.. აბა ჭკვიანი ბიჭი იყავი.. ივარჯიშე და მე აქ დაგხვდები.. - უთხრა ჯიმინმა და თვალი გააყოლა სახეგაბუსხულ ჯონგუკს, რომელიც ისევ აპირებდა მობრუნებას და ჰიონზე აწებებას, მაგრამ აწეულმა წარბმა შეაჩერა..

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Onde histórias criam vida. Descubra agora