ვარსკვლავი

54 11 2
                                    

გტკივა..
იმდენად გტკივა, რომ სუნთქვა გეკვრის..
გინდა იტირო, მაგრამ არ შეგიძლია..
ოხვრას ამოყოლილი ჩუმი, უცრემლო გოდება სწყდება შენს გულს, მაგრამ შვება არსად სჩანს..
მარტო ხარ..
იმდენად მარტოსული და ყველასგან მიტოვებული ხარ, რომ ამ გრძნობას ძვლებით შეიგრძნობ..
გცივა..
მინდორს, საღამოს ხვატი მუხტავს, მაგრამ შენ სიცივისგან კანკალებ..
სული გაქვს გაყინული..
'მერამდენედ?!' ეკითხები საკუთარ თავს და პასუხი არ გაქვს..
უკვე, პასუხებმაც დაგტოვეს..
საკუთარ სხეულს ეხვევი.. ცდილობ გაათბო, მაგრამ ამის უნარიც აღარ შეგწევს..
კანკალებ..
ისტერიულად სუნთქავ.. ცდილობ ტკივილი, რომელიც მილიონი ეკალივით გესობა მთელს სხეულში, როგორმე განდევნო, მაგრამ არ გამოგდის..
ნებდები..
ცას აჰყურებ..
'რა ლამაზია' გაიფიქრებ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, თავლს არ აშორებ..
უკანასკნელ იმედს, სხვადასხვა ფერისა და ზომის, აკიაფებულ ვარსკვლავებში ეძებ..

უკიდეგანოა ცა..
გინდა, შენც ერთ-ერთი მოკიაფე ვარსკვლავთაგანი გახდე.. მაშინ ხომ, ტკივილი, გაქრება და სამუდამოდ ლამაზ, სხვადასხვა ფერის ალში გახვეულ ვარსკვლავად იარსებებ უსასრულობაში..
ადამიანებთან აღარაფერი დაგრჩენია..

'თქვენთან მინდა' აყრუებს შენს გონებას ფიქრი და ვარსკვლავი წყდება..
'არასოდეს მჯეროდა' გაისმის ისევ გონებაში, მაგრამ სურვილს, მაინც იფიქრებ..
ოდნავ გეღიმება.. ფიქრობ, რომ სისულელეა, მაგრამ ამ სისულელემ, წამით, იმედი დაგიბრუნა..
უკიდეგანო, აკიაფებულ ცას, თვალს სწყვეტ და ისევ ბნელეთის მორევში იძირები..
თითქოს მხრებზე ისევ დაგაწვა უზარმაზარი ტვირთი და შენს გაჭყლეტას აგრძელებს..

უეცრად, მხარზე, ვიღაცის თბილს შეხებას გრძნობ, მაგრამ ფიქრობ რომ გეჩვენება და თავს, მუხლიდან არც კი სწევს..
-შემომხედე.. - გესმის უცნობი ხმის მელოდია და გაოცებული, ელვის უსწრაფესად, უცნობისკენ ტრიალდები..
'ვარსკვლავები' პირველი ეს სიტყვა მოდის გონებაში და მის თვალებს, მზერას ვერ აშორებ..
ასიათასობით მოკიაფე, ფერად ცეცხლის ალს უმზერ და უსასრულობის გალაქტიკაში იძირები..
-შენ.. - ამბობ ჩურჩულით და ისიც გიღიმის..
-მე, შენს წასაყვანად მოვედი.. - გესმის მისი მელოდირი ხმა და გაღიმებულ, ულამაზეს თვალებში ჩასცქერი..
-ნუთუ.. ასე სწრაფად?! - კითხულობ და ისიც თანხმობის ნიშნად თავს გიქნევს და ხელს გიწვდის..
-წავიდეთ.. - გესმის და ამ წუთას უბედნიერესი ხარ, რადგან შენი ჩაფიქრებული სურვილი ახდა..
-მაგრამ როგორ?! - კითხულობ და ისევ ვერ აშორებ მზერას, მის ალისფრად აკიაფებულ თვალებს..
მას ეღიმება და შენსკენ იწევს..
ტუჩებზე, ნაზ და თბილ შეხებას გრძნობ და გონება ათას ფერად ფეთქდება..

მიჰქრი.. უსასრულობაში.. გარშემო, უამრავი და ულამაზესი გალაქტიკა თუ პლანეტა მოჰქრის შენთან ერთად.. თითქოს, ერთი, უზარმაზარი, ფერადი კომეტა ხარ და მარტო წინ მიისწრაფვი..
არა ტკივილი, არა სიცივე, არა მარტოობა..
ახლა, შენც, ერთ-ერთი მათგანი ხარ!

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now