🤨

55 13 0
                                    

-ყოველთვის, როცა გხვდები, სისხლი რატომ გდის?!
-არ ვიცი ჯიმინ.. უბრალოდ, ცუდ მომენტებში ვიკვეთებით ხოლმე.. აუ.. მეტკინა.. ცოტა ფრთხილად..
-მაშინ მოისვენე და მაცადე ჭრილობა გაგისუფთავო. დღეს რა მიზეზი იყო?
-ისევ იგივე.. რაც ყოველთვის..
-ანუ?
-შენ..
-მე?! მე რატომ?
-იმიტომ..
-მოიცა, მოიცა.. ანუ რა გინდა თქვა.. შენი ჩხუბის და დასისხლიანებული სხეულის მიზეზი მე ვარ ხოლმე?!
-რა, არ იცოდი?
-არა.. და საიდან უნდა მცოდნოდა? ან რატომ? საერთოდ. მე რა შუაში ვარ?
-თავში ხარ.. აუუუუ.. ჯიმიიინ მეტკინა..
-ღირსი ხარ..
-ცოტა ფრთხილად ველურო..
-არ ამიხსნი?! თუ უნდა ვიმარჩიელო?!
-რა აგიხსნა? ის, რომ ატანა არ მაქვს როცა ცუდად გახსენებენ.. მეზიზღება, როცა ვიღაც ზედმეტად გამომწვევად გიყურებს, თუ.. ის, რომ ვიღაცას მოსწონხარ და ამიტომ შენთან დაახლოებას, ჩემგან ცდილობს? რომელი ერთი?
-ჰა? რეებს ლაპარაკობ?
-რაც გესმის..
-და რატომ არ გკიდია ყველა?
-შენ რომ გკიდია, ეგეც საკმარისია.. მე ვერ დავიკიდებ.. ყველამ უნდა იცოდეს მისი ადგილი და ის, თუ რისი უფლების მიცემა შეუძლია საკუთარი თავისთვის და ვისთან..
-ოჰ, ჯონგუკააა.. ოჰ.. რა გიყო..
-ნაზად მომწმინდე ეგ სისხლი რა მიყოდა.. უკვე, ლამის, კანის ნახევარი ამაცალე სახეზე..
-ნუ წუწუნებ.. ჩხუბისთავი მე არ ვარ, შენ ხარ.
-არ გინდა სკოლის შემდეგ სადმე ვჭამოთ? მგელივით მშია..
-შენ როდის არ გშია.. ეიიი მეტკინაა.. ხელები დაამოკლე..
-ჰა გინდა ჭამა?
-მინდა.. მეც მშია.. სადმე გემრიელ კაფეში დავჯდეთ და დამპირდი რომ ისევ დასისხლიანებულს არ გნახავ..
-ვერ დაგპირდები..
-ჯონგუკ, გეყოს ეს მუშტების თამაში.. ხომ იცი, რომ ყველა მკიდია შენს გარდა და არავის ვაქცევ ყურადღებას..
-ვიცი..
-აბა, მაშინ რა გჭირს?
-არაფერი, იმ მომენტში თავს ვერ ვაკონტროლებ ხოლმე..
-არაუშავს.. მაგასაც გამოვასწორებთ.. მზადაა. ახლაც გტკივა?
-არა.. მადლობა.
-გაიზარდე დიდი ბიჭი..
-ჯიმინ ნერვებს ნუ მიშლი თორე შენც მოგხვდება..
-უფს.. ჯონგუკ მუშტზე დაიხედე ცეცხლი გიკიდია.. სწრაფად, სწრაფად..
-ჰა? სად? მოიცა.. ოჰ ჯიმინ ვერ გადამირჩები.. შე პატარა გაიძვერა.. გაქცევა არ გიშველის..
-აბა დამეწიე თუ ბიჭი ხარ ჯონგუკააა..
-დაგერხა პაკ ჯიმინ..
-რაღაც მეეჭვება, მაგრამ წარმატებები!!!

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now