გამბედაობის სამი წამი

60 11 6
                                    

მატარებლის, ლიანდაგებზე გავლისას წარმოქმნილი ხმაური..
ხალხით გადაჭედილი ვაგონი..
დატორმუზებისას შექმნილი უხერხული მომენტები.. - ეს ყველაფერი, ყოველი სამუშაო დღის განუყოფელი ნაწილია მეტროს ვაგონებში..

დღეს, ვაგონში, უჩვეულოდ ჭარბად არიან ადამიანები, მაგრამ ჯონგუკს არ უკვირს, რადგან სწავლის პირველი დღეა.. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ოფისის მშრომელი კასტა, ყველანი დანიშნულების ადგილისკენ მიიჩქარიან.. ჯონგუკიც, ერთ-ერთი მათგანია..

ვაგონის ფანჯრიდან, მდინარისა და ქალაქის ხედების თვალიერება მოჰბეზრდა და აი დგას და ხალხს ათვალიერებს..
ცალი ხელით, ხელის ბოძზეა ჩამოკონწიალებული, ხოლო ცალი ჯიბეში უდევს და ურცხვად განაგრძობს ხალხის მასის თვალთვალს..

უეცრად, მატარებელი, მორიგ გაჩერებაზე ატორმუზებს და ჯონგუკს, ვიღაცის მსუბუქი სხეული ეჯახება.. სასწრაფოდ ბოდიშს უხდის და სწორდება..
ხმა, იმდენად სასიამოვნო აქვს უცნობს, რომ ჯონგუკს, ცნობისმოყვარეობის კოცონი ენთება და ახლა ამ მომცრო სხეულის თვალიერებას იწყებს..

უცნობიც, ისევეა ცალი ხელით დაკიდებული ხელის მოაჯირზე, როგორც ჯონგუკი.. ქერა კეფასა და ყოველდღიურ სამოსს ამჩნევს ჯონგუკი და ეგრევე მოდის ფიქრი, რომ უცნობი სტუდენტია.. მერე, ხელის თვალიერებაზე გადადის..

უცნობს, ზრდასრული მამაკაცისთვის უჩვეულოდ მოკლე და პუტკუნა თითები აქვს, მაჯას ტატუ უმშვენებს - 13, ხოლო სხვადასხვა ფერის სამაჯურები კი, ჰარმონიულად ერწყმიან ვაგონის მოძრავ რიტმს.

ეტყობა უცნობმა კეფაში წვა იგრძნო, ჯონგუკის დაჟინებილი მზერისგან და სახეში შეანათა ჯონგუკს, მისი თაფლიაფერი თვალები, ხოლო პატარა და სავსე, გაკვირვებისგან აბზუებული ტუჩები კი, წამიერად გახდნენ ჯონგუკის სიმშვიდის დაკარგვის წყარო..

ამწუთას, მხოლოდ ის უნდოდა, უცნობისთვის სახელი ეკითხა და საკონტაქტო გამოერთმია, რადგან მის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა, მაგრამ გამბედაობამ უმტყუნა.. უცებ მოაწყდნენ ფიქრები იმის შესახებ თუ რას იფიქრებდა მასზე უცნობი ბიჭი და ყოყმანმა მისი ადგილი დაიკავა, ჯონგუკის გონებაში..

ამასობაში, ბიჭმა ჩასასვლელად დაიწყო მზადება და ნელნელა წინ წაიწია ბრბოში. ჯონგუკიც მას აედევნა, მიუხედავად იმისა, რომ მის გაჩერებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო..

უცებ, მისი ძმის ნასწავლი ხერხი გაახსენდა - 'გამბედაობის სამი წამი'', ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დათვლა დაიწყო:
ერთი..
ორი..
სამი..
'ჰეი, ლამაზო, შეგიძლია შენი სახელი მითხრა?!' - მოჰყვა მეოთხეს კითხვა და ამასობაში ვაგონის კარიც გაიღო, საიდანაც ორი უცნობი ბიჭი, ერთი მის გაჩერებაზე, ხოლო მეორე, არც კი იცოდა სად, ვაგონიდან ჩავიდნენ და ლაპარაკ-ლაპარაკით განაგრძეს გზა..

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now