ბილიარდი

83 18 2
                                    

დღეს ძალიან დავიღალე. ვიფიქრე, საღამოს ბილიარდს ვითამაშებ და თან ბიჭებსაც ვნახავ ბარშითქო. ასეც მოვიქეცი.
გვიანი იყო როცა ბარში მივედი. საძმო ადგილზე დამხვდა. ჰქონდათ ერთი ხორხოცი და მეც მაშინვე შევუერთდი საერთო მხიარულებას. ცოტა დავლიეთ, ვიცინეთ და მშვენიერ ხასიათზე დავდექი. ჩემი დაღლაც სადღაც გაუჩინარდა. მეც ეს მინდოდა.
ბარბაც-ბარბაცით მივუახლოვდი ბილიარდის მაგიდას. მაგიდასთან არავინ იდგა.. არავინ თამაშობდა.. კიას ხელი დავტაცე, ცარცი გავუსვი და მოვემზადე სათამაშოდ.. უბრალოდ ბურთებს უმისამართოთ ვაგორებდი.. თვალებში, ალკოჰოლისგან მიორდებოდა..
ასე გავიდა რამდენი წუთი არ მახსოვს, მაგრამ წელზე ვიღაცის ძლიერი ხელების მოხვევამ დამძაბა..
ვიგრძენი უკნიდან ვიღაც ამეკრა.. ცალი ხელი ახლა ჩემს კიაზე ედო, ხოლო მეორე ჩემს წელზე..
შევცბი და გამოვტრიალდი..
ჩემს წინ, ჩემთან ძალიან ახლოს, უსიმპატიურესი ბიჭი იდგა და ეშმაკურად მიცინოდა.. მისი ცხელი სუნთქვა, ჩემს ტუჩებს, კიდე მეტად ათბობდა და მისი თვალები კი, უარესად მითრევდნენ თრობის მორევში..
-გინდა თამაში გასწავლო?! - მეკითხება და მე მეცინება, რადგან ბილიარდს ბავშვობიდან ვთამაშობ, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ისიც ისევ განაგრძობს ჩემზე ხელების ფათურს და თან რაღაცას მიხსნის.. რას ლაპარაკობს ერთი სიტყვაც არ მესმის, მაგრამ მკიდია.. მისი სიახლოვეა ახლა ის, რაც თავს მაკარგვინებს და უფრო მეტს მანდომებს.. გადავწყვიტე, რომ ის ჩემი გახდება..
რამდენიმე წუთიანი მაიმუნობის შემდეგ ვეკითხები უნდა თუ არა ჩემთან ერთად სადმე სხვაგან წასვლა.. ისიც მთანხმდება, თითქოს ამას ელოდაო..
რა თქმა უნდა ელოდა.. მეც ველი..
ახლა უკვე მე ვიჩენ ინიციატივას.. ბიჭის ქურთუკს ვექაჩები და ბარის დარბაზს ვჭრით..
ის გამარჯვებული იღიმის, მე კი იმით ბედნიერი რომ ის ჩემი გახდება ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან..
მან ამირჩია, მაგრამ მე გამოვარჩიე..
დღეიდან ვერასდ გამექცევა..

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now