Love

63 14 2
                                    

-გინდა აიყვანო?
-მეშინია რამე არ ვატკინო მინი..
-რა სასაცილო ხარ ხოლმე ჯონგუკა.. რა უნდა ატკინო?! მთავარია თავი დაუჭირო და ორივე ხელით საიმედოდ გეკაოს. ნუ გეშინია..
-არა, გთხოვ მინი.. ჯერ მზად არ ვარ.. ძალიან პატარაა..
-ჯონგუკ ნახე.. შენი თვალები აქვს. უძირო და ეშმაკუნები უთამაშებს პატარა ვარსკვლავებთან ერთად. როგორი საყვარელია, არა?!
-ძალიან საყვარელია და მამიკოს ლოყები და ცხვირი აქვს. ჯიმინ იცი, არ მეგონა თუ ჩვენს სიყვარულს, ამხელა, ახალი გრძნობის დაბადებაც შეეძლო, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ. ასეთი პატარა და უმწეოა, მაგრამ უზარმაზარ ძალას მაძლევს და უსასრულო სიყვარულს განმაცდევინებს.
-მეც იგივეს ვგრძნობ ჯონგუკ. უკვე იმაზე ვფიქრობ როგორი იქნება როცა წამოიზრდება. შენ დაგემსგავსება და მოტოციკლები და მანქანები ეყვარება თუ მე - ცეკვა, სიმღერა და ხატვა.. უიჰ, ხატვა, ორივეს შეგვიძლია და გვიყვარს, ასე, რომ.. ორივეს დაგვემსგავსოს..
-მინდა შენსავით კეთილი და თბილი იყოს მინი..
-მე კი, მინდა შენსავით გამბედავი და მამაცი.
-აუცილებლად იქნება.
-მპირდები?
-გპირდები ჯიმინა.
-ანუ, მაინც არ აიყვან ხომ?
-არაა.. გთხოვ.. მეშინია..
-კარგი, კარგი.. მამიკოს ცოტათი ეშინია შენი ხელში აყვანა ნოი, მაგრამ მალე ჩაგიკრავს გულში, მანამდე შენი ჭამის დროა.. ნახე ჯონგუკ, შენსავით სულ შია.. ჭამა ვახსენე და პირი დააღო მაშინვე.. - იცინის ჯიმინი და ხან მის კალთაში მოთავსებულ სიყვარულის, ღუნღულა პირმშოს დაჰყურებს და ხან წარბაწეულ ჯონგუკს, რომელსაც ეცინება, მაგრამ თან უნდა ნაწყენი სჩანდეს, მეუღლის ხუმრობის გამო..
რა თქმა უნდა ვერაფერსაც შვრება და ბოლოს გაღიმებული შვილსაც და მეუღლესაც გულში იკრავს.

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang