სამუდამოდ გაჩერებული წამი

75 20 7
                                    

ჯიმინი ფოტოს დაჰყურებს და გულში ტკივილს გრძნობს. ტკივილი - გაუსაძლისია. მის თვალს ცრემლი უსირცხვილოდ ტოვებს და ფოტოზე ეცემა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჯონგუკის მომღიმარი სახეა აღბეჭდილი. სახე, რომელიც ჯიმინს ასე ძალიან უყვარდა და დღემდე უყვარს. სახე, რომელთან ფერებაშიც ღამეები აქვს ნათენები. სახე, რომელსაც ახლა მხოლოდ ფოტოზე ხედავს.
ჯიმინს ტკივილის ახალი ტალღა უვლის და უღონოდ იკეცება. ფოტოს გულთან მჭიდროდ იკრავს და სუნთქვა უჭირს. დიდიხანია ჯიმინს სუნთქვა უჭირს. უჭირს, რადგან ჯონგუკი მის გვერდით აღარაა. თითქოს ნახშირორჟანგით სავსე ოთახში გამოკეტეს და მხოლოდ იმდენ ჟანგბადს აწვდიან, რომ უბრალოდ იარსებოს. აღარც ახსოვს როგორია თავისუფლად სუნთქვა. ჰაერის ფილტვებში, ღრმად შეგრძნება და სიცოცხლე.
ჯიმინმა ის დაკარგა და ასევე მისი სიცოცხლეც, მასთან ერთად. ახლა მხოლოდ მოგინებებიღა შემორჩა და ფოტოები.
აი ეს ფოტოც.. ცხადად უდგას თვალწინ ამ ფოტოს გადაღების წამები. - 'დილით ჯონგუკის მსუბუქმა და ნაზმა კოცნამ გააღვიძა. გაახილა თუ არა თვალი, მაშინვე დაინახა სელფის გადასაღებად მომარჯვებული ტელეფონი ჯეის ხელში და გაეღიმა, ზუსტად იმ წამს დააჭირა ჯეიმაც გადაღების ღილაკს და შემდეგ კადრით კმაყოფილმა, ჯიმინის სახე სულ კოცნებით დაფარა.'
სტკივა.. ძალიან სტკივაა, მაგრამ მომენტები აცოცხლებს.. მომენტებში, ისევ აგრძელებს მასთან ერთად ცხოვრებას და ეს ასულდგმილებს.. აძლევს ძალას და იმედს, რომ ერთ დღეს ისევ მასთან ერთად იქნება.

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now