☀️🌙

42 8 0
                                    

როდესაც სავსე მთვარე, ნამგალა მთვარეს დაჰყურებს და მის მოვერცხლისფრო ნათელში ჰხვევს, როგორც ობობა თავის მსხვერპლს..
როდესაც სავსე მთვარე, ნამგალა მთვარის თმის კულულებს ეთამაშება და ახლად წვიმისგან დანამულ ბალახის ღერებად აქცევს მის შავი თმის ტალღებს..
როდესაც სავსე მთვარე, ნამგალა მთვარეს საიდუმლოს ეჩურჩულება და მისგან პასუხს ელის, მაგრამ ორფეუსის სამყაროდან მას ვერ იტაცებს..
როდესაც სავსე მთვარე, იქვე, ჯერ კიდევ ჩრდილში, დასასვენებლად მიწოლილ მზეს უყურებს და ნამგალა მთვარის გაღვიძებაში დახმარებას სთხოვს, მაგრამ მზე უარზეა..
მზეს სურს, ამ სანახაობით მანამ ტკბებოდეს, სანამ დრო ეყოფა.. სანამ პირველი მამლის ყივილს გაიგონებს.. სანამ ჯერ კიდევ უკუნი სიბნელეა და მხოლოდ მთვარეა სამყარის ბატონ-პატრონი..
დგება და სავსე მთვარეს იქ აბრუნებს, საიდანაც მოსულა..
ოთახში ბნელა..
ახლა კი მხოლო ის და მისი საკუთარი მთვარე არსებობენ უზარმაზარ, ცივ და ბნელ სამყაროში..
მაგრამ მათ ერთმანეთი ჰყავთ..
მხოლოდ ისინი - 🌙☀️

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 23 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now