მოჩვენება

63 11 3
                                    

როცა, ყელში ცეცხლი გინთია, სისხლძარღვების სიმხურვალე, სისხლს გიდუღებს და კანს გწვავს..
როცა, თვალების გახელა გიჭირს, რადგან მათში ჩაღვრილი მდუღარე ცრემლი, ნაპირებზე გადმოხეთქვას ლამობს და შენ ნებას არ რთავ..
როცა, მთელი სხეული კივის - მტკივა, მაგრამ ეს ტკივილიც კი, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც საყვარელი ადამიანის დაკარგვით, შენი გული და სული გრძნობს ამწუთას..
გეწვის..
სული გეხუთება..
გახრჩობს..
სასო გაქვს წარკვეთილი..
ერთ ყლუპ მწარე სითხეს, მეორე მოსდევს და ასე დაუსრულებლად..
უკვე ითიშები..
გსიამოვნებს, რადგან ტკივილს ახშობს.. დროებით..
ახლა ასეა..
ხვალ, ხვალ იქნება..

უეცრად ნაცნობ სახეს ხედავ და ტკივილისა და სიხარულის ახალი ტალღა ეტაკება შენს სხეულს და სულს..
'აქ რა უნდა?!' ფიქრობ შენთვის და მერე შენვე სცემ კითხვას პასუხს - 'გეჩვენება ჯიმინ.'
მაგრამ მაინც გეღიმება..
გეღიმება, რადგან სხეულზე მის შეხებას შეიგრძნობ..
გრძელ, თლილ თითებს, რომლებიც შენს გახურებულ, მტანჯველად მწველ კანს, გიგრილებენ და თან ჯერ კიდევ, გონებაში მკაფიოდ გამჯდარ, ნაცნობ შეგრძნებებს გიღვიძებენ..

ის გეხება.. გეხება, როგორც ადრე.. ეს გრძნობა იმდენად ცოცხალია, რომ იჯერებ - ის, ისევ შენთანაა..
შენს წვრილ და უღონოდ სკამზე მისვენებულ წელს, მის ძლიერ ხელებს ჰხვევს და ჰაერში გიტაცებს..
სუნთქვა გეკვრის და თავბრუ გეხვევა.. ამაში ალკოჰოლია დამნაშავე, მაგრამ..
მაგრამ ნაცნობი და ამდენად საყვარელი გრძნობებიც თავს გახსენებენ..
სიყვარულის მორევში ეშვები..

ძლიერი სხეული, შენსას ეკვრის და მთელი სულით შეგიგრძნობს..
უნდა, ერთი მთლიანი გაგხადოთ..
შენს კანს, თითის წვერებით ეფერება და სხეულზე უგზო-უკვლოდ დახეტიალობს, მეორე ხელით კი, წელს გიჭერს და არარსებულ მელოდიას ჰყვებით ნეტარად..

ის - შენთანაა..
გონება გეუბნება, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა და არ უნდა ენდო, რადგან ხვალ გამოფხიზლდები და უფრო მტკივნეული იქნება, მაგრამ გული არ ნებდება..
გული გეუბნება - ეცეკვე ჯიმინ..
ის, ხომ შენი ნაწილია, არსად წასულა, შენთანაა..
ეცეკვე.. ისე, თითქოს უკანასკნელად..
მაგრამ გახსენდება, რომ 'უკანასკნელი', უკვე იყო..
ისევ გონება.. ისევ მის საცეცებს ახვევს შენს გულს, მაგრამ გული არ ნებდება და ცეკვას გამაგრძობს..

ორი სხეული..
ერთმანეთში ახლართული..
ძლიერი სიყვარულის ცეკვას ასეულებს..
ცეკვას, რომელსაც საოცნებო დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ უბედური დასასრული აქვს..

და აი ისიც..
მაინც გონებამ გაიმარჯვა, გულთან ჭიდილში..
დაბინდული გონება, სასტიკ სიმართლეს გიზიარებს..
-ის ხომ მოჩვენებაა ჯიმინ..
შენი, ტკივილისგან და სასმელისგან დაბინდული გონების ნაწილი..
ამასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო ჯიმინ.. თორემ დაიღუპები და შენთან ერთად, თქვენი საოცნებო, სიყვარულის ისტორიაც გაქრება..

'არა, ამას არ დავუშვებ' - იშორებს არასასირველ აზრს ჯიმინი და თვალზე ცხელი, მარტოსული, ცრემლი უგორდება..
'მე შენ მიყვარდი ჯონგუკ.. სიცოცხლეზე მეტად, ჩემს თავზე მეტად, არავის მივცემ უფლებას, 'ჩვენ' აღარ იარსებოს.. გპირდები!'

ჯიმინი, სასოწარკვეთილ ცრემლს სახიდან აქრობს.. სასმელის ბოთლებს წიხლს ჰკრავს, პიჯაკს იღებს და ცივი ჰაერით გაჟღენთილ, ბნელ სამყაროში უჩინარდება.

მას უყვარდა და ის უყვარდათ სიცოცხლეზე მეტად!

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now