უცნობი

70 12 2
                                    

უცნობი გარემო..
უცნობი ხალხი..
ტრანსპორტის ხმაური..
ღამე..
ყველაფერი, ერთ დიდ, ნაცრისფერ მასად ქცეულა..
მარტოობის გაუსაძლისი შეგრძნება..
შიში..
შიში, არ დაიკარგო..
სიცივე.. სიცივე, რომელიც ძვლის ტვინამდე ატანს და მთელს სხეულს გითოშავს..
გახშირებული გულის ცემა..
გაოფლიანებული ხელის გულები..

მერე.. უცებ..
ნაცრისფერ მასაში, სინათლის სუსტ სხივს ამჩნევ..
თავიდან  ფერმკრთალია, მაგრამ გიახლოვდება, თუ არა, მაშინვე თვალს გჭრის მისი სიკაშკაშე.
გრძნობ, რომ მარტოობის განცდა, სადღაც მიდის.. გშორდება..
სიცივეს - სითბო ცვლის, რომელიც აჩქარებულ გულში გეღვრება, მაგრამ ახლა გული, ბედნიერების მოლოდინისგან გიჩქარდება..
გათოშილი სხეული, ნელნელა ლღვება.. თითებს ამოძრავებ და თბილი ტალღები გივლიან მთელს სხეულში..
ხელები, ისევ ოფლიანი გაქვს, მაგრამ ახლა სასიამოვნო ღელვისგან..

ბრბოში მოაბიჯებს და შენსკენ მოდის..
აი.. სადაცაა.. ერთ წამს გაიზიარებთ ორივენი..
ორივენი, ერთმანეთს უმზერთ..
მისი სინათლე ძალიან კაშკაშაა და თვალებს ჭუტავ, მაგრამ იმ სილამაზის აღქმას ეს ხელს ვერ უშლის, რომელიც მისგან მოილტვის და უნდა შენ შეგერწყას..

წამი აღბეჭდილია..
ის გშორდება..
წინ მიიწევს..
გული გეკუმშება და თვლას იწყებ გონებაში სიმამაცისთვის..
ერთი..
ორი..
სამი..
მისკენ ტრიალდები..
სამ დიდ ნაბიჯს დგამ და მის პატარა, თბილს ხელს, საკუთარს აგებებ..

ის, გაოცებული მოგჩერებია და თვალებში ცოტა შიში უკრთის, მაგრამ შენ უღიმი და მასაც ეღიმება..

უცნობი - ბრბოში, რომელიც ბედისწერაა.

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now