სიზმარი

98 23 4
                                    

ჯიმინს მაშინვე ჩაეძინა, როგორ კი, თავი ხელებზე დადო. საშინლად იყო დაღლილი და ქანცი ჰქონდა გამწყდარი. მთელი დღე ვარჯიშში გაატარა.
ფერად სიზმრებს ხედავდა. გრძნობდა, რომ სადღაც, ლამაზ, ფერად ღრუბლებში დაცურავდა და საოცარი სიმსუბუქის და სიმშვიდის განცდას ძილშიც კი გრძნობდა.
უეცრად სიზმარში ჩხაკუნის ხმამ შემოაღწია.
იმდენად იყო დაღლილი, რომ თვალის გახელა ვერ შეძლო. გრძნობდა, ვიღაც რეალობაში, მასთან ახლოს იდგა. მის სითბოს კანზე გრძნობდა. ჩხაკუნის ხმაც ჩაესმოდა, მაგრამ ძალა არ შესწევდა თვალის გახელის.
უეცრად თბილი, რბილი და სველი შეხება იგრძნო ბაგეებზე. გული აუჩქარდა. სხეული რაღაცნაირად დაეძაბა მოულოდნელობისგან და მთელი დარჩენილი ძალები, თვალების გასახელად მიმართა, მაგრამ ამაოდ.

ერთ საათში ჯიმინს გაბრუებულს გაეღვიძა. თავს უცნაურად გრძნობდა. ყველაფერი ახსოვდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა დაესიზმრა თუ?
უცებ მის ყურს ნაცნობი ჩხაკუნის ხმა მისწვდა და მაშინვე იქეთკენ გაიხედა.
ის დაინახა..
ჯონგუკი..
იდგა და ფანჯრიდან ახლად აყვავებულ საკურას ხეს ფოტოებს უღებდა და ჯიმინი მიხვდა..
მიხვდა რომ რაც იგრძნო რეალობა იყო, ხოლო სიზმარი კი, ახლა იწყებოდა, ოღონდ რეალობაში.

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now