მყუდროების სამეფო

44 11 2
                                    

უკვე, 15 წუთია აქ ვარ და ჯერაც ვერ შემამჩნია. ნეტა ასეთს რას კითხულობს?!
გარშემო, ისეთი მყუდროება სუფევს, როგორიც მხოლოდ მასთან ყოფნისას მეუფლება.
დედამიწა, ნელნელა ბრუნს აკეთებს.. ადამიანები, მშრომელი ბზიკებივით დაბზუიან და ფუთფუთებენ.. მანქანები, სადღაც მიიჩქარიან.. რომელიღაც კოსმოსური ხომალდი, ნასას კუთვნილი ასაფრენი მოედნიდან, კოსმოსის დასაპყრობად ემზადება და ახალი სივრცეებისა და პლანეტების დასალაშქარად მიემგზავრება.. ახლა, ალბათ, რომელიმე თანამგზავრი, ჩვენს ზემოთ დგას ორბიტაზე და დაგვყურებს ჭიანჭველებს.. ჯიმინი კი..
ჯიმინი, მის საყვარელ სავარძელში გადაწოლილა წიგნით ხელში.. მზის სხივები უნათებენ სახესა და თვალებთან ჩამოყრილ, მოზრდილ თმას და საკუთარ, თბილ, მყუდრო, უსაფრთხო და ბედნიერებით სავსე სამყაროშია გამეფებული..
ამ სამყაროში, ჩემდა საბედნიეროდ, ჩემთვისაც არსებობს ადგილი და ჩემი უსაფრთხო ნავსაყუდელია..
უბრალოდ, კარგი იქნებოდა, უფრო მალე და ხშირად მამჩნევდეს, როცა ამ სამეფოს კარს ვაღებ და შიგნით ნაბიჯებს ვდგამ..
მისი გამოფხიზლების დროა! მეტს ვეღარ ვითბენ.
თავზე ვადგები და ზემოდან დავყურებ.. მალე, წიგნის სამყაროდან გადმოდის და რეალობას ეგებება, იქ კი, მე ვხდები!
-აჰ.. ჯონგუკა.. დიდიხანია მოხვედი?! ისეთი საინტერესო წიგნია, რომ მასში ჩავიკარგე..
-რამდნეიმე წუთია.. შენი ყურებით ვირთობდი თავს.. - ვეუბნები და მის გაღიმებულ სახეს შევყურებ..
მაინც როგორი ლამაზია.. არ ვგულისხმობ მარტო გარეგნობას, მას, სულიც ლამაზი აქვს,. ისეთივე ლამაზი, როგორიც გარედანაა, მისი სულის ჭურჭელი..
ალბათ, ვერასოდეს გადავუხდი სამყაროს საკმარის მადლობას იმისთვის, რომ მას შემახვედრა.. ამისთვის, სიცოცხლის წლები უბრალოდ არ მეყოფა..
-გინდა ვჭამოთ? მე საშინლად მომშივდა.
მეც მშია.. მაგრამ საკვებზე მეტად, ახლა მისი სული მშია და მისი სხეული..
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ის წიგნს ხურავს, ხელს მკიდებს და სამზარეულოსკენ მიმაქროლებს..
აი, ასეთია ჩვენი მყუდროების სამეფო. ყველას გისურვებთ, თქვენც გეპოვნოთ ერთ დღეს, რადგან ამაზე ძვირფასი და იშვიათი, არაფერია დედამიწაზე.

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now