მახსოვს!

55 11 1
                                    

მახსოვს..
ყველაფერი მახსოვს..
მარილიანი, თბილი, ზღვის ტალღებისგან წარმოქმნილი შხეფები, ჩემს კანზე..
მწველი, ცხელი და ოხშივარადენილი ჰაერი..
მზის სხივები, რომლებიც დასთამაშებდნენ სიხარულისგან და ბედნიერებისგან ანთებულ ლამაზ სახეზე..
მისი კანის სითბო.. შეხება.. თვალები, რომლებშიც მხოლოდ უსაზღვრო და უკიდეგანო ბედნიერებასა და სიყვარულს ვხედავდი ყოველთვის..
მიმარბენინებდა..
ქარს გავასწროთო მთხოვდა..
ოკეანის ტალღებს, მარილიან შხეფებს, მზის მწველ სხივებს, არ მივცეთ უფლება გაიმარჯვონო მეუბნებოდა..
უფრო სწრაფად ირბინეო ჯიმინ, მესმოდა მისი ოდნავ ბოხი, მაგრამ სიანცეშეპარული ხმა.
მეც მივრბოდი.. მივაპობდი ცხელი ჰაერის ნაკადს და არ ვაძლევდი ბუნებას ნებას, ჩვენზე გაემარჯვა..
მახსოვს..
ყველაფერი მახსოვს..
უწვრილესს დეტალებში..
მახსოვს, მისი ტატუები, რომლებსაც ყოველთვის სხვადასხვა ფერი ჰქონდათ, იმის მიხედვით თუ, რომელი მხრიდან ანათებდა მზის სხივები მის ხორბლისფერ კანს..
მისი სახე, ნაიარევი, პატარა ხალი ტუჩს ქვემოთ..
მისი კანის სურნელი.. სიმხურვალე.. ის, თუ როგორ მიკრავდა გულში და ცდილობდა ჩემთან ერთად ყველა წამი, მისი ყოფილიყო..
არასდროს დამავიწყდება.. წარმოუდგენელია..
მაშინაც კი, როცა მიწაში ჭიები და მატლები ჩემი სხეულით ნადიმს გამართავენ..
მაშინაც კი, როცა ჩემი სული, სადღაც, უსასრულობას შეუერთდება, კიდევ ერთი ახალი სიცოცხლის შესაგებებლად..
არ დამავიწყდება, რადგან ყველა სიცოცხლე მარტო იმისთვის მინდა, რომ ისევ მას შევხდე და ისევ მისი გავხდე, ამიტომ..
მახსოვს!

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now