ეპილოგი

2.1K 76 15
                                    

ერთმანეთის თვალებში დაიკარგნენ,მათმა წარსულმა გული დაუმძიმა ორივეს.

"ისევ შევხვდით.." ეუბნება ბიჭი და ერთ ნაბიჯს წინ დგამს. მეორე კი საპასუხოდ მხოლოდ თავს უქნევს.

"არ მოგენატრე?" როგორც ჩანს ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა შავთმიანი. არაფერს პასუხობს, ის კი მეორე ნაბიჯს დგამს წინ.

"როგორც ჩანს არა.." დამწუხრებული თქვა.
"მე კი ძალიან მომენატრე თეჰიონ"

"რატომ დაბრუნდი?" სრულიად აიგნორებს ბიჭის წინანდელ სიტყვებს.

"შეგვეძლო გვებრძოლა მომავლისთვის და ახლა ასე არ ვიქნებოდით" კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ჯონგუკი. არცერთი არ სცემდა ერთმანეთის კითხვებს ზუსტ პასუხს.

"არ შეგვეძლო" ნუთუ?

"რადგან არ გიყვარდი" ამჯერად არ გადაუდგამს ნაბიჯი წინ.

"მიყვარდი"

"ახლა?" საპასუხოდ დუმილი.

"როგორც არ უნდა შემეწინააღმდეგო, შენ სუსტი აღმოჩნდი ჩვენი სიყვარულისთვის რომ გებრძოლა, როცა მე ყველაფერი დავთმე"

"ასეა" ეთანხმება რადგან არ შეეძლო ეცრუა.

ამჯერად ჯონგუკი რამოდენიმე ნაბიჯს დგამს წინ და თეჰიონს უფრო უახლოვდება, ის ადგილიდან არ იძვრის, თვალებშიც კი ვერ უყურებს.

"შემომხედე"

"რა გინდა ჯონგუკ?"

"უცნაურია შენი პირიდან ჩემი სახელის გაგონება, ადრე სულ გუკს ან ქუქს მეძახდი.." როგორ უნდოდა ისევ მოესმინა ეს.

"შეწყვიტე! ეს ყველაფერი წარსულში მოხდა, ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყე და გთხოვ ნუ შემიშლი ხელს."

"ნუ შეგიშლი ხელს? რატომ თეჰიონ? რატომ
ვიყავი და კიდევაც ვარ შენს ცხოვრებაში დაბრკოლება? ხელის შემშლელი? მჭირდები თეჰიონ, ისე როგორც არასდროს"

"მე არა, ახლა კი უნდა წავიდე." წასვლა დააპირა მაგრამ ჯონგუკის ხელმა შეაჩერა, სანამ წინააღმდეგობის გაწევას დაუწყებდა, სახეზე წვიმის წვეთების დაცემა იგრძნო.

"თავს ნუ მოატყუებ" მისკენ ატრიალებს და ახლოს იზიდავს. წვიმის წვეთების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა, ნელნელა ასველებდა მათ. თეჰიონმა დეჟავუ იგრძნო.

"ეს ყველაფერი თავიდანვე არასწორი იყო"
მას შორდება და ნაბიჯს უკან დგამს.

"მართლა რომ გყვარებოდი-"

"უკვე გითხარი რომ მიყვარდი!" აწყვეტინებს და ბოლო ხმაზე ყვირის, რადგან წვიმას არ გადაეფარა მისი ხმა.

"რომ გყვარებოდი არ მიმატოვებდი! ჩემს გრძნობებზე იფიქრებდი! მეორე კვირაშივე ვიღაც გოგოს არ გაიჩენდი! აღიარე, მხოლოდ ჩემთან ჟიმაობა მოგწონდა"

"შენ საიდან..."

"ოჰ ანუ არ უარყოფ"

"იცი მაინც რა გადავიტანე ჯონგუკ? ფსიქოლოგთანაც დავდიოდი რომ დამევიწყებინე, არც კი ვიცი გამომივიდა თუ არა, მაგრამ ახლა ბრუნდები და ყველაფერს მახსენებ, იარაზე ისევ ფეხს მაჭერ, შენს გარეშე ცხოვრება ვისწავლე, გირჩევ შენც მიეჩვიო" ყვიროდა, უნდოდა ემოციებისგან დაცლილიყო.

"და შენ რაიცი მე რა გადავიტანე?"

"შენს გამო... ჩვენი უაზრო ბავშვური სიყვარულის გამო დედა დავკარგე! ეს საკმარისი არ არის?"

კიდევ კარგი წვიმდა. კიდევ კარგი ჯონგუკის სახეზე წვიმა მის ცრემლებს ფარავდა.

აღარაფერი აღარ უთქვამს, შებრუნდა და წავიდა. სად? არც თვითონ იცის, უბრალოდ წინ მიდიოდა, უსასრულობაში დაიკარგა, ღმერთმა ყველა საყვარელი ადამიანი წაართვა ვინც კი ჰყვარებია, რაღა აზრი აქვს მის სიცოცხლეს?

___________
სანამ მათ წარსულს გაეცნობოდეთ, ვინ გგონიათ უფრო არასწორი?

Are We Sinners?Where stories live. Discover now