18 თავი

483 39 10
                                    

"მაინტერესებს რომელი მეგობრები კოცნიან ერთმანეტს ტუჩებში ან ხელჩაკიდებულები დადიან?!" წამოიყვირა კაცმა, ცდილობდა ბრაზი გაეკონტროლებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა.

თეჰიონი გაშეშდა, გულმა გამალებით დაუწყო ცემა, ხმას ვერ ძრავდა, ტუჩებს უსიტყვოდ ამოძრავებდა.

"გვიპასუხე!"

"მე-" არ იყო რთული გამოსაცნობი თუ საიდან გაიგეს, ბოლოს ეს ისედაც მოხდებოდა, მაგრამ ახლა არ ელოდა, ასე მალე არა.

"მასთან ყველანაირ კონტაქტს გაწყვეტ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც დაგვკარგავ და დედამისის დახმარებაზეც უარს ვიტყვი"

"ასე არ გაგვიზრდიხარ! ჩვენს შესარცხვენად არ გამიზრდიხარ!! უდიდესი ცოდვა ჩაიდინე! და თუ არ მოინანიებ, დამკარგავ"

"დედა მაგრამ მე ის~"

"გაჩუმდი! არ მიხსენო სიყვარული! ოთახში ადი! და სახლიდან ვერ გახვალ"   

ტირილით აირბინა კიბეები და ოთახში ჩაიკეტა, თავს საშინლად გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ უყვარდა ჯონგუკი, არ შეეძლო მშობლების დაკარგვა, არ იყო მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად მზად, არ იყო მათთვის ამის სათქმელად მზად.

აზრების დალაგებას ცდილობდა, თავს აიძულა არ ეტირა, მაგრამ მისი დაკარგვაც არ სურდა, მასთან თავს კარგად გრძნობდა, ზედმეტადაც კი, ახლაც კი ნატრობს რომ ნეტავი შეეძლოს და მასთან ჩახუტებულმა იტიროს.

ტელეფონზე მესიჯი მოსდის.

აიშ უკვე მენატრები😫 მინდა ყოველ წამს ჩემს გვერდით იყო.

ტირილის გრძნობა უფრო უმძაფრდება, საბოლოოდ კი მათი ფოტოების დათვალიერებისას ტყდება. აქედან გამოსავალი არ არსებობს. ან მშობლები ან საყვარელი ადამიანი, რომელთანაც ბედნიერება სულ ახლახანს მოიპოვა და უკვე ღრუბლებში დაფრინავდა.

Are We Sinners?Where stories live. Discover now