1 თავი

1.1K 60 5
                                    

ეს თავიდან დავწერე😭😭😭 წამეშალა პირველი თავიი!

როგორი გრძნობაა სიყვარული?
ამ კითხვაზე ყველას სხვადასხვანაირი პასუხი აქვს, სანამ თვითონ არ გამოცდი, ვერ მიხვდები და ვერ დააფიქსირებ შენს აზრს. კი სიყვარულს შეუძლია ისეთი რაღაცეები გაგაკეთებინოს რასაც ვერ წარმოიდგენდი თუ გააკეთებდი. ეს ძალიან განსაკუთრებული გრძნობაა, მაგრამ ტკივილიც მოსდევს.

მაგრამ არიან ადამიანები რომლებმაც სიყვარული მხოლოდ წიგნებიდან იციან, სჯერათ რომ ნამდვილო სიყვარული არსებობს.
ასეა სწორედ კიმ თეჰიონიც.

ის ბავშვობიდანვე თავის თავში ჩაკეტილი იყო, სხვებთან თითქოსდა უხეში ჩანდა, მაგრამ მასთან ახლოს მყოფმა ადამიანებმა იცოდნენ რომ ასე არ იყო. მაგალითად მისი საუკეთესო მეგობარი ჯიმინი.

ჯიმინი და თეჰიონი ერთმანეთს ბევრ რამეში გვანან, მაგრამ არის ერთი რაღაც რაშიც განსხვავდებიან. თეჰიონს თავიდანვე უნერგავდნენ და ასწავლიდნენ რომ იყო გეი ან ბისექსუალი ან ლესბოსელი, არის დაავადება, არასწორია, ცოდვაა.
მაგრამ მიუხედავად ამისა თეჰიონს ბევრი ამნაირი მეგობარი ჰყავს, ჯიმინიც მათ შორის. მაგრამ თვითონ არ არის. მისთვის წარმოუდგენელია იყოს ბიჭთან ერთად. რა სისულელეა. მისი მშობლები ალბათ მოკლავენ მსგავსი რამ რომ გაიგონ მასზე.

...
შუადღისით თეჰიონს ტელეფონის ხმა აღვიძებს.

"გისმენ ჯიმინ"

"თეჰიონ სანამ უარს მეტყვი მომისმინე, ჰოსოკი წვეულებას აწყობს, მინდა რომ წამოხვიდე და გვერდით დამიდგე, იუნგიც იქნება იქ, ჰოსოკმა დამპირდა რომ დღეს იუნგის ათქმევინებდა როგორმე მის გრძნობებზე ჩემს მიმართ, გთხოოოოვვ წამოდიი"

Are We Sinners?Where stories live. Discover now