20 თავი (the end)

854 60 30
                                    

მაღალი შენობის სახურავზე, თვალწინ ედგა ყველა მოგონება, ცრემლები ნელნელა იკვლევდნენ გზას მის ლოყებზე. როცა თეჰიონმა მიატოვა, ერთადერთი ადამიანი ვის გამოც აგრძელებდა ცხოვრებას, დედამისი იყო, ახლა ისიც დაკარგა, რაღატომ უნდა ეცხოვრა? 

"ჯონგუკ!" მოესმა ხმა უკნიდან

"ჯონგუკ რას აკეთებ ჩამოდი"

"წადი ჰოსოკ" 

ჰოსოკმა მშვენივრად იცოდა მისი ხასიათი, ახლა რაც არ უნდა ეთქვა მაინც ვერ შეაკავებდა, მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა. ტელეფონს იღებს და მდივანს ურეკავს ვიღაცის ნომერი გაურკვიოს.
ნომერის გარკვევის შემდეგ არც კი უფიქრდება ისე რეკავს.

"გისმენთ?"

"ჰეი შენ დიდებულო უფროსწორად მოღალატე კიმ თეჰიონ! დავივიწყოთ ჩვენი წარსული! არც მიზეზის რკვევას დავიწყებ თუ რატომ მიატოვე ის, მაგრამ ერთი რამ იცოდე! თუ ჯონგუკი შენს გამო თავს მოიკლავს, ამას არ შეგარჩენ. დედამისმა მასზე გაფრთხილება მთხოვა სიკვდილის წინ, მე მას პირობა მივეცი და შევასრულებ კიდეც"

"მოიცა დედამისი..?"

"ხო სწორედ ამიტომ ჩამოვიდა აქ, შენს გამო! ახლავე შენს ტრაკს აქ დაატევ და არ მისცემ მას ამის გაკეთების საშუალებას ან დანარჩენზე მე ვიფიქრებ" 

"ახლავე მოვალ"

ვერ მისცემდა მას ამის გაკეთების საშუალებას, არ სურდა კიდევ ერთხელ მისულიყო საავადმყოფოში იმ ადამიანთან ვინც უყვარს და სიცოცხლეს ებრძვის. 

გულის ცემა უხშირდება როცა შენობასთან მიდის, მაღლა არ იხედება, ჯერ არ სურს დაინახოს ის იქ. რომ არ დაეგვიანა, მთელი სისწრაფით არბის კიბეებზე. 

სახურავზე გასვლისას, მაშინვე შეშდება, რომ ვერ შეძლოს მისი გადარწმუნება? მის თვალწინ რომ გადახტეს განა გადაიტანს ამას? 

"გუკ არ გინდა" თვითონაც გრძნობს მას როგორ გაუკვირდა ამ ხმის გაგონება.
"გუკ გთხოვ ჩამოდი" 

Are We Sinners?Where stories live. Discover now