8 თავი

574 54 6
                                    

თეჰიონი იმ კოცნაზე ფიქრს ვერ წყვეტდა, იცოდა რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ ვერ აკონტროლებდა თავის ფიქრებს, ყველაფერი სცადა ამის თავიდან ამოსაგდებად, მაგრამ არაფერი გამოსდის. უნდა რომ ვიღაცას ყველაფერი მოუყვეს, მაგრამ ჯიმინს არა, ის ყველაფერს მოწონებას უკავშირებს. ვის შეიძლება დაურეკოს?

რა თქმა უნდა, ეგრედწოდებული ფსიქოლოგი მეგობარი, რომელიც კარგ რჩევებს იძლევა, მაგრამ დიდი ხანია მას არ დაჰკავშირებია, უხერხული იქნება.

ტელეფონს იღებს და ნამჯუნს უკეკავს.

"ალბათ ზარი გამოგეშვა ხო?"

"არა, იქნებ შევხვდეთ? თუ გცალია?" 

"რადგან შეხვედრას მთხოვ ანუ სერიოზული რაღაც უნდა მითხრა"

"სერიოზული არაა მაგრამ სანამ მართლა სერიოზულში გადაიზარდა მინდა ვინმეს რჩევა მოვისმინო"

"კარგი შევხვდეთ

მუდამ ბიჭის კოცნაზე ფიქრი როცა გოგოსაც აკოცა? ეს უკვე ცუდის ნიშანია.

დათქმულ ადგილზე მიდის და ნამჯუნიც მალე უერთდება.

"გამარჯობა თეჰიონ, როგორ ხარ?"

"ვარ რა, შენ"

"მეც ასევე, და მოდი ნუ დავკარგავთ დროს ასეთ სისულელეებში, მითხარი რისი თქმაც გინდოდა" გაუღიმა ნამჯუნმა

თეჰიონმა ჩაახველა და დაიწყო.

"ესეიგი ანუ ერთ ადამიანს ვაკოცე, ნუ მე არაა მან მაკოცა თან ორჯერ, ეს არასწორი იყო, და სულ ამაზე ვფიქრობ, არა ანუ მოიხა მანამდე სხვა ადამიანს ვაკოცე მაგრამ იმაზე საერთოდ არ ვფიქრობ ან მეორე ადამიანის კოცნამ რაღაც შეგრძნებები დამიტოვა უცნაური, აი არ ვიცი-"

"თეჰიონ ჰეიი თეჰიონ მოიცა მარჩიელს ვგავარ? დეტალურად მომიყევი რომ აზრის გამოტანა შევძლო"

Are We Sinners?Where stories live. Discover now