19 თავი

525 47 16
                                    

"ის... ვიზიარებ"

"არა! ჩემი ცოლი არ მოკვდებოდა! ის ძლიერი ქალია! ექიმო ჩემი ცოლი ხომ ცოცხალი?!" ყვირილზე გადავიდა კაცი.

"ყველანაირად ვეცადეთ"

"ა-რა დ-დედა" ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა თეჰიონის თვალებიდან ცრემლები, ვერ იჯერებდა, არ უნდოდა დაჯერება.
იქვე ჩაიკეცა, აღარ ესმოდა მამამისის ყვირილი, ექთანმა დამამშვიდებელი გაუკეთა.

"არა დედა" მიუხედავად ექთნების წინააღმდეგობისა, მაინც შედის საოპერაციო ოთახში, ვერ აკავენებ, ექიმი ანიშნებს რომ დრო მისცენ.

უსულო სხუელს ეხუტება, ეძახის.

"დედა ბოდიში, მაპატიე, გთხოვ ასე არ დამტოვო, დედა"

ეს იყო ბოლო რაც ახსოვს, შემდეგ მის ირგვლივ ყველაფერი შავდება.

...

"დედა, არასდროს მიმატოვებ ხომ?"

"რა თქმა უნდა არა, მუდან შენს გვერდით ვიქნები"

"როცა გავიზრდები, უზარმაზარ სახლს გიყიდი მოსამსახურეებით და ამხელაზე აღარ გადაიღლები"

"ჩემო ბიჭო" თავზე კოცნის დედა.

"დედიკო მიმღერებ?"

"კარგი რა გიმღერო?"

"აი ის პატარაობაში რომ მიმღეროდი"

"აბა პატარა აღარ ვარო? პატარა მელაკუდავ?" უღიტინებს, ბიჭი კი ხმამაღლა კისკისებს

"დედიკო როცა დავბერდები მაშინაც სიამოვნებით მოვისმენ შენს ნამღერს"

"როცა დაბერდები მე ცოცხალი შეიძლება აღარ ვიყო"

Are We Sinners?Where stories live. Discover now