9 თავი

660 55 42
                                    

თეჰიონის მამამ მალევე გაარკვია საქმე ექიმთან და იმ ღამესვე მოხერხდა ჯონგუკის დედის საზღვარგარეთ წაყვანა, ის ძალიან მადლიერი იყო მათი, ამას ყოველ წამს ამტკიცებდა კიდეც.

"კიდევ ერ-" თეჰიონი აწყვეტინებს ჯონგუკს

"გეფიცები ჯონგუკ კიდევ ერთხელ თუ გადამიხდი მადლობას.."

"კარგი კარგი."

"ძალიან გვიანია, სჯობს სახლებში წავიდეთ არა?"

"ხო და თეჰი შეგიძლია დღეს ჩემთან დარჩე? უბრალოდ... ჯერ არ ვარ მიჩვეული მარტოობას"
უხერხულად უღიმის ჯონგუკი. თეჰიონი თანხმდება, ერთი მხრივ უხარია რომ მას ასე ენდობა.

ბინაში მისვლის შემდეგ გუკი მას გამოსაცვლელ ტამსაცმელს აძლევს, რომელიც ბიჭს ოდნავ დიდი აქვს.

როცა ხვდება რომ ერთად უნდა დაწვნენ ლოგინში, ცოტა არ იყოს ფითრდება, მაგრამ რა მოხდა? მეგობრებს ხომ შეუძლიათ ასე ერთად დაძინება, მაშინ რატომ ღელავს ასე თეჰიონი? ალბათ იმიტომ რომ სხვის სახლშია, თან მხოლოდ ახლო მეგობრებთან ერთად წვებოდა ხოლმე, განა ჯონგუკი მისი ახლო მეგობარია?

დაძინება ორივეს ძალიან უჭირს, მაგრამ ძალიან გადაღლილები არიან სხვა რამეზე საფიქრელად, ამიტომ მალევე ეძინებათ. დილით კი ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეღვიძებათ. თეჰიონს ფეხი ჯონგუკის ფეხზე აქვს გადადებული, ხელი კი მის კისერზე. ჯონგუკს ის მიხუტებული ჰყავს, ხელები მის წელზე აქვს შემოხვეული.

პირველი თეჰიონი იღვიძებს, თავიდან ვერ ხვდება რომ მასთან ასე ახლოსაა, მაგრამ როცა ჯონგუკიც ახელს თვალს და ერთმანეთს რამოდენიმე წამით უყურებენ, უცებ თეჰიონი დაფეთებული იწევა მისგან შორს და დგება.

"ბოდიში, უბრალოდ ძილში ასე მიყვარს ხოლმე ძილი"

"თეჰიონ ამის გამო არ არის ბოდიშის მოხდა საჭირო"

"სჯობს მოვემზადო და წავიდე" ტანსაცმელს ეძებს.

"მოიცა ჯერ რამე ვჭამოთ, ასე ვერ გაგიშვებ"
ოთახიდან გადის და თეჰიონს საშუალებას აძლევს მარტომ გამოიცვალოს. მაგრამ რა აზრი აქვს, ის შიშველი ჰყავდა ნანახი.

Are We Sinners?Where stories live. Discover now