17 თავი

561 48 27
                                    

ჯონგუკი მალე არ დაბრუნებულა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ თეჰიონმა მაინც დარჩა. ხარ რით იქცევდა თავს ხან რით, ბოლოს სამზარეულოში შევიდა და რაღაცის მომზადება სცადა, ისეთის რაც ჯერ არ მოუმზადებია, მაგრამ ჩაფლავდა, ფრუტუნით დაეშვა დივანზე და სწორედ ამ დროს კარების გაღების ხმა გაიგო.

"ძალიან მალე მოხვედი"

"მალე არ გამომიშვეს"

"რაზე გელაპარაკეს?"

"დედაჩემზე, მოიცა რა სუნია?" თეჰიონმა კეფაზე მოისვა ხელი.

"ხო რა იყო დამეწვა" გუკმა სიცილი ვერ შეიკავა.

"ღმერთო ჩემო თეჰი, ამიერიდან ეგ საქმე მე მომანდე კარგი?"

"კარგი გასაგებია, მე ვერ მომანდობ რა თქმა უნდა აქაურობას გადავწვავ ხომ?"

"ჯანდაბას აქაურობა, მე შენზე ვღელავ" თეჰიონს არ შეეძლო არ გაღიმებოდა.

"საშინლად მეძინება, ახლა დავიძინოთ ხვალ კი პაემანზე წავიდეთ"

"არ მინდა ისეთი ტრადიციული პაემნები რესტორნებში"

"შენ რა ასეთი არარომანტიკული ადამიანი გგონივარ?"

"ოჰ მომიტევეთ როგორ გაკადრეთ"

"მოდი აქ" თეჰიონმა სიცილით დაიხია უკან და ოთახში შეირბინა, გუკმაც მალევე დაიჭირა ის და მოწყვეტით აკოცა.

"ძალიან რომ არ მეძინებოდეს, დაგსჯიდი"

"ვერაფერსაც ვერ იზამდი, ახლა კი დავიძინოთ"

"მოიცა რა თქვი?"

"არაფერი, დავიძინოთ მეთქი"

"მიწვევ?"

"შეიძლება კი, შეიძლება არა"

"ნუ მეთამაშები" თეჰიონმა ოთკუთხედი ღიმილით შეხედა შემდეგ კი მას მკერდზე მიეხუტა და დასაძინებლად მოემზადა.

დილით ჯონგუკმა ფრთხილად გამოძვრა თეჰიონის მკლავებიდან და მომზადება დაიწყო, მაგრამ მაშინვე ინანა როცა თეჰიონი ვერა და ვერ გააღვიძა

Are We Sinners?Where stories live. Discover now