15 თავი (18+)

680 49 11
                                    

სახლში დაბრუნებისას ვიხსენებ ჩვენს ერთად გატარებულ მომენტებს და ღიმილს ვერ ვიკავებ, თავი შეყვარებული მგონია. ხო ეს ასე რა თქმა უნდა არ არის.

სკოლაში ჯიმინმა სისულელეები რომ არ წამოაყრანტალოს არ შეუძლია. თითქოსდა საკუთარ თავში მაპარებს ეჭვს, მაგრამ არა მარტო ჩემში, მასშიც. არ ვიცი ის რას გრძნობს ჩემს მიმართ, ამაზე არასდროს გვილაპარაკია. არც მსურს გავიგო, იყოს ასე. დაე მჯეროდეს რომ ეს მხოლოდ გატაცეებაა.

third pov
ჯიმინი იუნგის მკერდზე მიხუტებული მის კალთაში იჯდა და ნებივრობდა, მაგრამ იუნგი გრძნობდა რომ მას რაღაც აწუხებდა.

"რამე მოხდა საყვარელო?" თავზე კოცნის

"თეჰიონზე ვღელავ, ხომ იცი მისი რომ არ სძულს ჩვენნაირები, უბრალოდ მას არ სურს ჩვენნაირი იყოს, ეს არც კი წარმოუდგენია. ახლა კი ეს ყველაფერი მასსა და ჯონგუკს შორის, ვერ იაზრებს რა ხდება. შეიძლება მან თავს არწმუნებს რომ არ შეუყვარდება მაგრამ ვხედავ როგორ ეღიმება მისი დანახვისას. ჯონგუკის თვალები კი უკვე სიმართლეს ხმამაღკა ყვირიან, მხოლოდ ის ვერ ამჩნევს. საკუთარ თავსაც და მასსაც ზიანს მიაყენებს ბოლოს ვითომ და ამ ყველაფერის დასრულებით. ამბობს რომ მხოლოდ ეს მხოლოდ გატაცებაა"

"შენ მას ყველაზე უკეთ იცნობ ჩიმ, მაგრამ ის სიყვარულს სხვანაირი თვალით უყურებს, აი როგორიც წიგნებსა თუ ფილმებშია. არასდროს გამოუცდია რამე მსგავსი, მისთვის პირველია, არც გოგოს მიმართ ჰქონია გრძნობები საკუთარი თავი რომ ამოეცნო, ამ ყველაფერს ოჯახიც ემატება, გეტყოდი დროთა განმავლობაში მიხვდება თქო, მაგრამ მაშინ გვიანი იქნება, ძალიან გვიანი"

"მინდა რომ მას დაელაპარაკო" თავს წევს ჯიმინი და იუნგის ღიმილით უყურებს.

"შენ თუ არ გისმენს, მე მომისმენს?"

"კი. თან შენი ბრძნული სიტყვები ისე დააფიქრებს საგონებელში ჩავარდება."
კოცნის და ცხვირს უხახუნებს.

Are We Sinners?Wo Geschichten leben. Entdecke jetzt