2 თავი

885 62 19
                                    

თვალებს ვახელ თუ არა ეგრევე ვგრძნობ თავის საშინელ ტკივილს, არა ამდენი არ უნდა დამელია. მაგრამ ბევრი დავლიე ნეტა? რამის გაკეთებასაც ვერ მოვასწრებდი სახლში წამოვედი, ხომ ასეა?
ნუ ნელნელა გამახსენდება, მაგრამ გამოფხიზლებისთვის შხაპის მიღება მჭირდება, ხვალ სკოლაა და უნდა მოვემზადო.

შხაპის მიღების შემდეგ, სანამ სწავლას დავიწყებდე ყავას ვიკეთებ, ოღონდ ძალიან ტკბილს, რადგან მწარე არ მიყვარს. ამ დროს კი უცებ გუშინდელი მოგონებები მახსენდება.
მოიცა მოიცა ეს ტიპი... ღმერთო რა სირცხვილია. ბოდიშის მოხდის ნაცვლად... არაუშავს, რატომ ამყვა როცა იცოდა რომ მთვრალო ვიყავი? მხრებს ვიჩეჩ და ტელეფონს ვიღებ. ჯიმინს ტელეფონი აუფეთქებია. ამიტომ ვურეკავ.

"ჯიმინ რა ხდება?"

"ღმერთო რა გამოტოვე რომ იცოდე"

"გამოუშვი"

"მოკლედ იუნგიმ სხვაგან გამიყვანა და მითხრა ვერ ხვდები არა? მეც დავიბენი და ვუპასუხე რას უნდა ვხვდებოდე მეთქი და მაკოცა. ოღონდ ჩვეულებრივი კოცნა იყო, ამის შემდეგ მკითხა ახლა თუ ხვდებიო, არაფერი მითქვამს, მეც ვაკოცე და აი ასე, ასე გამოვუტყდით გრძნობებში ერთმანეთს. მაგრამ ჯერ დრო გვჭირდება, მეც და მასაც, ამიტომ ნელნელა დავიწყებთ ყველაფერს, არსად გვეჩქარება, ხო და კიდევ, ჰოსოკის ბიძაშვილი ჩამოვიდა, მაგარი ტიპია, ბევრი ვიღადავეთ."

"გადამაგდე არა?"

"ღმერთო ჩემო ხომ იცი რომ შენ ყველაზე განსაკუთრებული ხარ ჩემთვის თეჰიონ, ვერავინ ჩაგანაცვლებს და თან ოე ჯერ არ უნდა მომილოცო? ტუტუცო"

Are We Sinners?Where stories live. Discover now