6 თავი

578 59 18
                                    

საღამოს გადაწყვიტა შხაპი მიეღო, ოთახშივე გაიხადა ტანსაცმელი და პირსახოცი აიღო.

"ვაუ, ძალიან სექსუალური ტანი გაქვს"

თეჰიონი გაშეშდა და სახეზე წამოხურებაც კი იგრძნო, რა სირცხვილია. შეტრიალებას ვერ ბედავდა, გაყინული იდგა, მხოლოდ ნაბიჯის ხმის გაგონებისას მოვიდა გონს და პირსახოცი შემოიხვია ქვემოთ.

"აქ რას აკეთებ?" ღრმად ჩაისუნთქა სანამ ამას იტყოდა, ისევ არ შეტრიალებულა, ვერ დაანახებდა მის აწითლებულ სახეს.

"დარწმუნებული ვარ პომიდორივით წითელი იქნები ამ წამს"

თეჰიონმა იგრძნო სხეულის მოახლოება, მაშინვე შეტრიალდა და უკან დაიხია.

"აი ვიცოდი" გაეღიმა.

"აქ რას აკეთებ?"

"იუნას ვეჩხუბე"

"მერე? ან საერთოდ კარზე დაკაკუნება არ გასწავლეს?"

"გეგონება შიშველი ბიჭი ჯერ არ მენახოს"

"დედაჩემსაც კი არ ვენახები შიშველი და შენ ვინ ხარ რომ?"

"ვინ ვარ?" თეჰიონისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.

"რა გჭირს? მთვრალი ხარ?"

"მეე? მთვრალი საერთოდ არ ვარ! ძალიან საყვარელი ვარ! აი ნახე" ხელები ლოყებზე დაიდო და ბოლომდე გაიღიმა. თეჰიონს ამის დანახვაზე გაეღიმა.

"საერთოდ არ ხარ მთვრალი აბა რა ეს რა გაკადრე"

"ზუსტადაც და ტელეფონი რატომ გქონდა გათიშული?"

"იმიტომ და სხვებს არ დაურეკე მაინც და მაინც მე რომ დამადექი თავზე?"

"სხვებს არ ეცალათ, ბოლოს დავრეკე შენთან, შენ კი არ მიპასუხე. ნამდვილი ტრაკი ხარ თეჰიონ"

"რატომ იჩხუბეთ?"

"არ მინდა ამაზე საუბარი." ლოგინისკენ წავიდა და ზედ დაწვა.

Are We Sinners?Where stories live. Discover now