3 თავი

753 61 11
                                    

ჯონგუკთან ბოლო შეხვედრის შემდეგ რამოდენიმე დღე გავიდა და მასზე არაფერი მსმენია, არც კი მინახავს. არც სხვები ამბობდნენ არაფერს ასე რომ მეც გავჩუმდი. თვითონვე მოინდომა მეგობრობა და ახლა გაქრა, მაგრამ იქნებ რამე პრობლემა აქვს? მისი მშობლების ამბავმა ცოტა არიყოს გულზე მომხვდა.

მიუხედავად იმისა რომ სწავლით თავს არ ვიკლავ, მაინც კარგი ქულები მყავს. გაკვეთილზევე ვსწავლობ და ვწერ. ხშირად არც მიწევს გამოკითხვა, თან ვაპირებ ისეთი პროფესია ავირჩიო რასაც სწავლა არც კი სჭირდება.

ჯიმინი და იუნგი ერთად ბედნიერები არიან, მეც ბედნიერი ვარ მის გამო, როგორც იქნა ოცნება აუხდა და თავის საყვარელ ადამიანთან ერთადაა. ჩემს გამო მაინც გული სწყდება, უნდა რომ მეც ვიპოვო ვინმე, ჰეჯინთან პაემანი დამინიშნა ამ საღამოს, საწყალი გოგო ტყუილად ლოდინი მოუწევს.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ გეგმაში მხოლოდ სახლში წასვლა და ძილი მქონდა. აი ჩემი იდეალური ცხოვრება. ზოგჯერ სხვების მშურს. ბევრი მეუბნება შენნაირი გარეგმობის რომ ვიყოო და ბლა ბლა ბლა, მაგრამ არ ესმით რომ ეს მხოლოდ გარეგნობაზე არ არის. ნუ ისინი ვერც ვერასოდეს გაიგებენ.

სკოლის ეზოში გავედი და უცებ ჯონგუკს მოვკარი თვალი, მასთან მისვლა და მისალმება გადავწყვიტე, მაგრამ მაშინვე შევჩერდი როცა გოგო დავლანდე მის გვერდით, საკმაოდ ლამაზი ჩანდა, მოიცა მეცნობა, სახელი არ მახსოვს, მაგრამ რაში მაინტერესებს, ალბათ მისი შეყვარებულია. ალბათ კი არა რათქმაუნდა არის. ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს და ხელჩაკიდებულები წავიდნენ. რატომ ჰყავს ყველას შეყვარებული ჩენს გარშემო ჩემს გარდა!??

ჩემი გეგმები შეიცვალა, დღეს პაემანზე წასვლა გადავწყვიტე. დედაჩემს ეს ვუთხარი თუ არა სიხარულისაგან კივილი დაიყწო.

"მეგონა ურძლოდ ვრჩებოდი, ღმერთო რა კარგია" 

"კარგი დედა გეყოს" თვალები ავატრიალე და ოთახისკენ დავიძარი.

Are We Sinners?Donde viven las historias. Descúbrelo ahora