5 თავი

626 52 37
                                    

მეორე გაკვეთილი იწყებოდა, როცა უცებ ჰეჯინმა ხელი ჩამავლო და კლასიდან შორს გამიყვანა, სრულიად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის.

"თეჰიონ მე და იუნა გაკვეთილებს ვსტრახავთ, გარეთ ჯონგუკიც გველოდება, არ გინდა შენც წამოხვიდე?"

"არ შემიძლია ჰეჯინ"

"კარგი რა თეჰიონ, გავერთობით, თან ამ ერთხელ რამე არ დაგაკლდება."

ვთანხმდები და არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ არასდროს გამიკეთებია ეს და მინდა ვცადო. ჩანთის გადამალვას ჯიმინს ვაბარებ, ტელეფონზე ვემესიჯები, რა თქმა უნდა უკვირს ჩემგან ასეთი ქცევა მაგრამ ზედმეტ კითხვებს აღარ სვამს როცა ჰეჯინის სახელს ვუმესიჯებ.

ფანჯრიდან გადავძვერით და უკანა ეზოში გავედით, ჯონგუკი მართლაც რომ იქ დაგვხვდა, იუნა მაშინვე მასთან მირბის და ეხუტება, გვერდით ვიყურები, ჰეჯინი მიღიმის და თავის ხელს ჩემსაში ხლართავს, როგორც ჩანს პირველი ნაბიჯის გადადგმას ის აპირებს, ამიტომ მე მხოლოდ ფეხს ავუწყობ.

"ოჰ არ გელოდი" მომმართავს ჯონგუკი მე და ხელს იუნას ხვევს.

"ჰეჯინის გამო წამოვედი" რა სისულელეა. როცა დავთანხმდი მხოლოდ გაკვეთილებისგან მოშორებაზე და გაცდენისგან სიამოვნების მიღებაზე ვფიქრობდი, მაგრამ მოდი ასე იფიქრონ.

"აბა სად მივდივართ?" კითხულობს ჰეჯინი

"მოიცა არ დაგიგეგმავთ?" ვკითხულობ მე.

"წინასწარ დაგეგმვას რა აზრი აქვს, ახლა მოვიფიქროთ" ერთვება ჯონგუკიც

ოღონდ კლუბი და წვეულება არ იყოს, დანარჩენ ყველაფერზე თანახმა ვარ, გოგოსთან ერთად რომელსაც მოვწონვარ და ალბათ ფიქრობს რომ მეც, წვეულებაზე წასვლა, დათრობა, სულ სხვანაირად სრულდება, ეს კი მე არ მაწყობს.

"იქნებ და ერთმანეთს შევეჯიბროთ მოტოციკლეტებით" ამბობს იუნა და როცა ვთქვი რომ დანარჩენ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ეს არ მიგულისხმია.

Are We Sinners?Where stories live. Discover now