10 თავი (18+)

1K 64 22
                                    

კოცნა ნაზი იყო, არც ისე დიდ ხნიანი, მაგრამ ისეთი გრძნობით სავსე, რაც სრულიად უცხო იყო თეჰიონისთვის. მალევე ჯონგუკი მის ზემოდან თავსდება, ტუჩებიდან მის ყბის ძვლამდე ინაცვლებს, შემდეგ კი ყელთანაც ჩადის, ნიშნებს არ ტოვებს, მხოლოდ სველ კოცნებს უტოვებს, თეჰიონი კი მზადაა ყველა თავის პრიორიტეტს გადააბიჯოს, დანებდეს მის წინაშე, რადგან უკვე დამოკიდებული გახდა.
ჯონგუკი ისევ მის ტუჩებს უბრუნდება, ენას აცურებს მის პირში და მისი პირის ღრუს იკვლევს. უცებ კოცნას წყვეტს, მის სხეულს შორდება და მის გვერდით ჯდება. თეჰიონი გაკვირვებულია.

"ახლა თუ არ გავჩერდები, შემდეგ ყველაფერი გართულდება, ვეღარ დაგთმობ თეჰიონ, მაგრამ თუ მეტყვი რომ გავჩერდე და წავიდე, აღარასდროს მოგეკარები"

"წადი"

მიდის.

არ სურდა წასულიყო, მაგრამ სხვა გზა არ იყო, თუ მის კოცნაზე ასეთი დამოკიდებული გახდება, ვერასდროს გაუშვებს მას, ახლაც არის, ყველა ის ადგილი უხურს სადაც კოცნა დაუტოვა, არასდროს უგრძვნია თავი ისე როგორც მან აგრძნობინა რამოდენიმე წუთით, სრულიად ნეტარებაში იყო. მაგრამ ეს გაივლის, იმედია გაივლის. სააბაზანოში შედის და ცივი წყლის ქვეშ დგება.

გაუმართლა რომ ერთ კვირიანი დასვენებები დაეწყო, ახლა არც ჰეჯინის და არც ჯიმინის ნახვა სურდა. თავის საყვარელ სერიალს უყურებდა და თან დედამისის მიერ მომზადებულ საჭმელებს ჭამდა, ეს ავიწყებდა ყველაფერს, მაგრამ წამიერად მაინც გაექცეოდა ხოლმე ფიქრები მასთან, მის კოცნასთან, მაგრამ მეორე წამსვე თავს აქნევდა.

მეორე დღეს მთელმა ოჯახმა ერთად უყურეს ფილმს, თეჰიონმა ბევრი იცინა მშობლების კომენტარენზე.

მესამე დღეს კი ტელეფონს რთავს, შემოსული ზარები სავსეა ჯიმინის სახელით. კიდევ კარგი ჰეჯინი საზღვარგარეთ წავიდა.
ჯიმინთან დარეკვის შემდეგ არკვევს რომ ბიჭები სალაშქროდ მიდიან მთებში, მასაც შესთავაზა წასვლა, რადგანაც გაიგო რომ ჯონგუკი არ იქნებოდა იქ, დასთანხმდა.

Are We Sinners?Where stories live. Discover now