7 თავი

602 54 20
                                    

"შეწყვიტე! შენ შეყვარებული გყავს! მე კი.. მე კი გეი არ ვარ"

"ნუ მაცინებ თეჰიონ"

"რა არის აქ სასაცილო?"

"შეგიძლია წახვიდე და ჰო ეს აღარასდროს განმეორდება" გავიდა და თეჰიონი იქ დატოვა, რამოდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად, ტუჩებზე თითი დაიდო და გადაიტარა.

"რას ვაკეთებ" თავი გააქნია და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.

სახლში მისვლისას ჯიმინს დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. ის მეგობარს არწმუნებდა რომ დიდი შანსია ჯონგუკს ის მოსწონდეს, თეჰიონი კი უარყოფს.

ამ სულელური ფიქრების მოსაშორებლად თამაში გადაწყვიტა, სწორედ ამ დროს მესიჯი მოუვიდა.

ჰოსოკი
თეჰიონ ხვალ ჩემი დაბადების დღეაწვეულებას ვაწყობ და დაპატიჟებული ხარ, გამიხარდება თუ მოხვალ🖤 

Me
კარგი მოვალ

მივა მაგრამ საჩუქარი? ისიც კი არ იცის მას რა მოსწონს, მაგრამ ჯიმინს გაიყოლებს. 

"მოიცა თუ ჰოსოკის დაბადების დღეა ესეიგი იქ ჯონგუკიც იქნება, აიშ ესღა მაკლდა. მაგრამ მერე რა? არ მივაქცევ ყურადღებას და სულ ესაა, ჰაჰ" 

თავს იმშვიდებს და თამაშს აგრძელებს.

...
შუადღისას ჯიმინთან და იუნგისთან ერთად საჩუქრის საყიდლად გავიდა, თავს ზედმეტად გრძნობდა.

"ჩუმად რატომ ხარ?" ეკითხება იუნგი

"ხელი რომ არ შეგიშალოთ" პასუხობს თეჰიონიც და წინ უსწრებს ორივეს.

"ხო ის ცოტა მესაკუთრე და ეჭვიანი მეგობარია, მე მოვაგვარებ"

Are We Sinners?Where stories live. Discover now