თავი 5

20 3 0
                                    

და რაც დავინახე
ეს უბრალოდ საოცრება იყო
აქ,აქ ისეთი რაღაც იყო რაც არასდროს მინახავს ეს რაღაც ცისფერი იყო კედელზე დახატული,შხეფები ქონდა და შიგნით რაღაც არსებები იყვნენ. ვერც კი ავღწერ როგორები.
და იცით რა?
ჩემი თმები ღირდა იმათ რაც აქ ვიხილე .
იმდენად ვიყავი გართული ნახატის ყურებით რომ საერთოდ ვერ შევნიშნე რაღაც ტუმბო რომელზეც გადაშლილი წიგნი იდო.ხოლო იქედან სინათლე ამოდიოდა .
როცა შევნიშნე მაშინვე მას მივუახლოვდი
წიგნში კი ეწერა

"შენ ვინც ამას კითხულობ იცოდე რომ ეს წიგნი მოგაჯადოვებს
დიდი ხნის წინათ დედამიწაზე კეთილი და ბოროტი ხალხი ერთად ცხოვრობდა"

-ეს ისედაც ვიცოდი-ჩავიბურტყუნე

-ჩუუ-ჩამჩურჩულა ხმამ

კითხვა განვაგრძე

"მაშინ დედამიწა ლამაზი იყო მართალია ბოროტები ბევრნი იყვნენ  და ქვეყანას ანადგურებდნენ მაგრამ კეთილები დაპირისპირების იყვნენ და ყველაფერს აბალანსებდნენ.მაშინ ცხოვრობდა ერთი გოგონა სახელად მარია,ის დიდ ძალას ფლობდა, მან შექმნა ის რაც ეხლაც მიწაზეა და რისი განადგურებაც ბოროტება ჯერ ვერ მოახერხეს"

წიგნი თავისით გადაიფურცლა და მე ვნახე ფოტო სადაც ასახული იყო მარია ის ძალიან მგავდა ჩემი ფერის თმა ქონდა და ჩემნაირი თვალები ცხვირითა და კანის ფერით კი განვსხვავდებოდით,მაგრამ
მაინც ერთმანეთს ვგავდით

ამან გამაკვირვა,თუმცა წიგნმა აღარ დამაცადა ფოტოსთვის კარგად შემეხედა და სხვა ფურცელზე გადაშალა.

იქ ასახული იყო რაღაც მწვანე ყავისფერ ფერში ზევიდან კი ეწერა
"ხე"

ანუ ამ რაღაცას ხე ქვია
ისეთი ლამაზია!თუმცა მაინც ვერ ჯობია იმას რაც კედელზე ვნახე-გავიფიქრე

წიგნი შემდეგ ფურცელზე გადაიშალა სადაც ასახული იყო
მამაჩემი!!

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now