თავი 15

25 5 1
                                    

ოთახში სწრაფად მივდივარ და სიბნელეში მივაბიჯებ.კიდევ კარგი ეს ადგილი უკვე ზეპირად ვიცი, თორემ ისე ნამდვილად ვერ გავიგნებდი გზას.ჩემს ოთახში ასვლისას ვხვდები რა მითხრა ოუენმა.
წარმოიდგინეთ ითამაშო ბოროტის როლი როცა კეთილი ხარ და თანაც ეს ხვალ იქნება.ასე მალე,
მაგრამ თავს იმაზე ფიქრით ვიქცევ,რომ თუ ამ ყველაფერს გავაკეთებ მაშინ ოუენი ზღვაზე წამიყვანს,მაგრამ ეს სიმართლეა? განა ბოროტი არაა და არ შეუძლია უარი მითხრას სურვილის შესრულებაზე?
როგორც კი ეს ვიფიქრე მაშინვე კარები გავაღე და სწრაფად დავბრუნდი ბიბლიოთეკაში,მაგრამ ის იქ აღარ დამხვდა ამიტომ უკან დავბრუნდი.
საათს შევხედე,უკვე 6 საათი იყო ამიტომ დაძინება გადავწყვიტე თუმცა ვერ მოვახერხე ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი.რა უნდა ვქნა?რაზე ვილაპარაკო?
ამ და სხვა კითხვებზე ვფიქრობდი როცა ფარდაში მზემ შემოიჭყიტა.
ავდექი და ფარდა გადავწიე,შევხედე ხეებს და მზის სხივებს შემდეგ კი ჩემ აჩრდილს სარკეში.
ოუენი არ ცდებოდა ძალიან გავხდი ერთადერთი როცა ვჭამდი ეს ბიბლიოთეკაში იყო იქ მისვლისას საჭმელი მხვდებოდა,მაგრამ ბოლომდე არ ვჭამდი მადა არ მქონდა და მხოლოდ ერთ ხილს ვსინჯავდი რომელზეც წიგნში წავიკითხე რომ ვაშლი ერქვა.
მალევე შემიყვარდა ეს ხილი,მაგრამ მერწმუნეთ ის წონას არ გიმატებს.
ლოყები ჩაცვენილი მქონდა და ძვლები მეტყობოდა.
ლავიწიც გამოკვეთილი მქონდა და ფეხებიც. თვალები ჩამქრალი და ჩასიებული იყო კოშმარებისა და უძილობის გამო.
კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა და მალევე თავი დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდა გოგომ შემოყო რომელსაც მსახურის ფორმა არ ეცვა
-გამარჯობა,მე ოუენმა გამომგზავნა ჩაცმაში დასახმარებლად
-მსახური არ ხარ არა?-ვეკითხები დაეჭვებით
-არა-ჩაიცინა-ოუენის და ვარ

ოუენს და ყავს?
რა??
-კარგი და რა გქვია?-ვეკითხები და კარგად ვათვალიერებ.ოუენის მსგავსი ფოსოები აქვს როცა იღიმის
შავი წელამდე სწორი თმა და მწვანე კაშკაშა თვალები აქვს.
მოკლე ნარინჯისფერი კაბა აცვია და მაღალქუსლებზე დგას.
-სისილია-რატომ შეეფერება ეს სახელი მას ასე ძალიან?
-იცი მმართველების შეხვედრა პირველ საათზეა და ჩვენ მოსამზადებლად მხოლოდ 1 საათი გვაქვს ამიტომ დავიწყოთ!-სწრაფად მეუბნება
-კარგი-ჩავიბურტყუნე და როცა ის გარდერობში შევიდა მე გავძახე-სისილია იცი როგორ უნდა მოვიქცე ამ შეხვედრაზე?-გვირგვინი შევისწორე
-არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ყველას ამრეზით უყურე და დაფიქრდი სანამ მათ კითხვებს უპასუხებდე.-გამომძახა უკვე გარდერობის ბოლოდან მეც იქ შევედი და დავინახე რომ მას უკვე მოესწრო კაბის პოვნა და ეხლა საკიდზე დაკიდებული მოქონდა ჩემკენ.
კაბა საკმაოდ დიდი იყო.(გაფურჩქნილი)რაც მე ნამდვილად არ შემეფერებოდა რადგან როცა ჩავიცვი შიგნით ჩავძვერი ამიტომ სისილიამ დაიწუნა და ეხლა სწრაფი ნაბიჯით სხვა კაბის მოსაძებნათ წავიდა.
მალევე დაბრუნდა და ამჯერად მეორე კაბა მოიტანა შედარებით უფრო მომდგარი და ასევე მოკრძალებულიც იყო შესაბამისად გრძელი გახლდათ.
არაფერი განსაკუთრებული სადა კაბა იყო ასევე
მკლავებიანი.
სისილიას აზრით ძალიან უხდებოდა გვირგვინს და ყელსაბამს რომელსაც ხანჯლის ფორმა ქონდა თუმცა მისიდანახვისას მოგონებებმა თავი შემახსენეს და სისილიას ვთხოვე სხვა მოეცა რის შემდეგაც მან შავი ვარდის ყელსაბამი მომცა.
შემდეგ თმა უბრალოდ დამივარცხნა,წინა ყავისფერ თვალზე ჩამომაფარა და მითხრა რომ უკვე მზად ვიყავი.
მალევე ოთახიდან გავედით,არ მციოდა რადგან კაბა მათბობდა ალბათ სისილიამ სწორედ ამიტომ შეარჩია რომ არ შემცივნოდა.
ის უკან მომყვებოდა .მესმოდა მისი ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი იატაკზე რომელიც სასხლეში ერთადერთი ხმა იყო რომელსაც ეხლა ვისმენდი.
-შენ თქვი რომ მმართველების შეკრებაა-დავიწყე მე და თან მარჯვენა მხარეს წავედი რადგან მან ხელით ასე მანიშნა-მაინტერესებს სულ რამდენი მმართველია?
-5 აქ მამაშენიც იქნება-ამის გაგონებისას ავფორიქდი მაგრამ მალევე მივხვდი რომ დეივს კი არა სალინდას მამას გულისხმობდა. ამდენი ხნის მანძილზე პირველად გამიჩნდა ეს კითხვა
"სად წავიდა სალინდა?"
"როგორ გაქრა ასე უკვალოდ?"
-და მათ შორის ყველაზე სასტიკი ოუენია არა?
-კი მართალი ხარ,მათ შორის ყველაზე სასტიკი ჩემი ძმაა
,მაგრამ გაითვალისწინე იქ მმართველების ცოლები იქნებიან და შენ ყველაზე სასტიკად უნდა გამოიყურებოდე
-რატომ?
-არამგონია ოუენს ეს არ ეთქვას,-პასუხის გაცემას ვაპირებდი მაგრამ მან დაამატა-აი თითქმის მოვედით.
დერეფნის ბოლოში კარები იყო მასზე კი სხვადასხვა ურჩხულები ამოტვიფრულიყო,კარი ისევე როგორც სასხლეში ყველა მათგანი ესეც შავი იყო
-მე არ შემოვალ,აქ დაგელოდები-მუთხრა და კარების მარცხნივ კედელს ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო.
ოთახის სახელურს ხელი მოვკიდე და წინ გავწიე შემდეგ კი ოთახში შევედი.

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now