თავი 17

21 4 0
                                    

ისეთი ლამაზია.
მაგრამ თან საშიში ჩანს.
საერთოდ როგორ დავმალო?

მისკენ ახლოს ვიწევი და ხელს ვადებ.
მყარია ისევე როგორც ხე.
თუმცა ის ხომ ნახატია არა?!

ანუ შემიძლია რამე გადავაფარო,კიდევ კარგი ეს ადგილი მიმალულია და კარგად არ ჩანს.
ფეხზე ვდგები და ერთ-ერთი შავი კაბის ჩამოსახსნელად მივდივარ,ხელში ის კაბა მხვდებს რომელიც მეცვა დედოფლად კურთხევასა და (მათთვის) ქორწილზე.
მაშინვე გადავაფარე და გარდერობიდან ჩუმად გამოვედი,თითქოს ოთახში ისევ ურჩხული მელოდა როგორც წეხან,ისე ვიქცეოდი თითქოს საშინელი დანაშაული ჩამედინოს და მის დამალვას ვცდილობდი.
ფანჯარასთან მივედი და ფანქარი თავის ფურცლიანად რომელზეც ხის ნახატი აღარ იყო გამოსახული ტუალეტის მაგიდის ბოლო უჯრაში შევინახე,სადაც დამხვდა.
ისევ ჩვეულ და უკვე საყვარელ ადგილს დავუბრუნდი.
თვალები დაბხუჭე და მალევე დამეძინა.
სიზმარი ვნახე.

თითქოს ზღვაზე ვიყავი.გაპგნებული და მოჯადოებული მისი სილამაზით,ხიბლით რომელიც არსად ქრება იქ შევაბიჯე და ფეხზე შეხება ვიგრძენი.ძირს დახევისას კი ის არსება დავინახე რაც კრისტოფთან შეხვედრის ღამეს დავხატე.
მივხვდი რომ თვალები გადმოცვენაზე მქონდა.
ის ისეთი სიმშვიდით მიყურებდა როგორც არავის შემოუხედავს ჩემთვის,ისეთი ლამაზი იყო,სრული ასლი ჩემი ნახატისა.
მან ჩუმად თქვა

-თქვენ ჩემი პატრონი ხართ,რასაც მეტყვით შევასრულებ,თქვენ შემქმენით,გამაჩინეთ და სახელი უნდა დამარქვათ

ამის თქმა იყო და გამეღვიძა.

ახლა უფრო დიდი სურვილი მქონდა ზღვაზე წასვლის,მაგრამ თავს არ დავიმცირებდი და ოუენს არ მოვთხოვდი პირობის შესრულებას სანამ თავად არ იტყოდა.
რა თქმა უნდა მან თქვა რომ წამიყვანდა მაგრამ როდის არ უთქვამს.

ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ვთქვი,დახუჭული,დამძიმებული ქუთუთოებით და ჩუმად მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცამ ვინც უკვე ოთახში იყო გაიგონა

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now