თავი 10

18 4 0
                                    

მტკივა...

მშია...

ბრაზი,სევდა,ტკივილი,შურისძიების წყურვილი-ყველაფერს ვგრძნობ მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილია რომელიც მუცლიდან მოდის და მთელ სხეულს მიწიწკნის.

ვწევარ კედელთან კუთხეში მიყუჟული და მუცელზე ხელებმიჭერილი.

როცა ვფხიზლდები საფარი ჩამოფარებულია,თუმცა ყველაზე მეტად აქ ბნელა და ცივა.

მაკანკალებს სიცივისგან,ჩანთის ასაღებად ხელს გვერდზე ვწევ,მაგრამ ჩანთა იქ აღარ არის.

როგორც ჩანს მათ აიღეს როცა გული წამივიდა,საზიზღრები!

საერთოდ არ ვიცი ბოლო სიტყვა სად ვისწავლე,მაგრამ ახლა ეს საერთოდ არ მაინტერესებს.

ვდგები და ისევ მტკივა,მაგრამ გზას ვაგრძელებ და არ ვიცი სად მივდივარ.სიბნელეში მაკანკალებს,ასევე გზის გაგნება მიჭირს,მაგრამ მაინც მივდივარ.

რაღაც არსებები ჩხავიან

მეშინია მათი,საშინელი ხმა აქვთ.

-ნუ გეშინია ისინი უბრალოდ კატები არიან,ბევრს არაფერს დაგიშავებე

-არაფერს ხო?!-შევეკითხე

მან ჩაიცინა

-არაფერს!

-კარგი,იცი სად წავიდე?

ცოტა ხანი მისი ხმა არ გამიგია,თითქოს პასუხს იფიქრებდა,მაგრამ მე არ გავჩერებულვარ ერთ ადგილას იმის შიშით რომ შესაძლოა ღამეს ისეთი საშინელი ადამიანები გამოჩენილიყვნენ.

-მარჯვნივ,მერე მარცხნივ და წინ იარე-ჩამჩურჩულა

-კარგი-ყოყმანით ვუთხარი და წავედი იქეთ მხარეს სადაც ქარმა მითხრა,მარჯვნივ გავუხვიე...

იმ ადგილას აღმოვჩნდი,სადაც დილით ვიყავი.

იმ სახლის ფანჯრებში სილუეტი გამოჩნდა შუქის ფონზე.
შიშისგან მაშინვე მარცხნივ შუვუხვიე და წინ სიარული ოდნავ ჩქარი ნაბიჯებით განვაგრძე.
ტკივილმა და შიმშილმა თავი ისევ შემახსენა.

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now