თავი 18

32 5 3
                                    

ვერც კი გავიაზრე როგორ ავედევნე ოუენს უკან.
მშვიდად მიდიოდა დერეფანში.
მომწონდა მისი მოძრაობა.
და თან პატარა ქალის მეშინოდა ამიტომ უფრო მივუახლოვდი და როცა უკვე ისეთ მანძილზე ვიყავი რომ შემეძლო ხელი დამედო,ეს გავაკეთე.
მან თავი უკან მოაბრუნა,რა სულელი ვარ!! ეხლა რა ვუთხრა,ჯანდაბა!
სიმშვიდეს ასხივებდა და მომწონდა ეს ყველაფერი პირველად ვიგრძენი მისი სუნი და უხმაუროდ შევიყნოსე ვარდის,წვიმისა და ატმის სუნი.
დიახ გაგიკვირდებათ მაგრამ მას ატმის სუნი ქონდა.
მოთმინებით იდგა და მელოდებოდა რომ რამეს ვეტყოდი,რა თქმა უნდა ის მიზეზს ეძებდა თუ რატომ გავაჩერე და შევაყოვნე.
ტვინი ძლიერად ამიმუშავდა ბევრი რამ ვიფიქრე და ბოლოს ესღა ვუთხარი

-მმმ... მე... მე . მინდოდა მეთქვა..ვარჯიში როდის დაიწყება?-გავუღიმე.

-ხვალ დილის 7 საათზე-შეტრიალდა და ქალთან ერთად დამტოვა

-არა მოიცადე!-დავუყვირე და ისევ გავეკიდე,რატომ მივსდევ მას,რატომ მინდა  დამტოვოს ამ ქალთან?ეხლა მისი არ უნდა მეშინოდეს?აბა ეს მიზიდულობა რაღაა რომელიც უფრო იზრდება და მალე ჯუჯას გატკეპნის.

-ძალიან კარგი-ჩუმად ჩავილაპარაკე,გავიქეცი და ოუენს მოვეჭიდე.
მისი დედა კეთილი იყო შეიძლება ისიც კეთილია?
შემიძლია ასე ვიფიქრო?

-რა?-მკითხა,დაღლილი ხმა ქონდა
-მომწონს შენი სუნი-რაო? ეს როგორ ვთქვი!რას ნიშნავს მისი სუნი მომწონს.სახეზე ალმური მედება და მე თვითონ სირბილით მივდივარ ჯუჯასთან ჩასახუტებლად რომელიც ახლა უფრო გაიზარდა და მიზიდულობა გათელა.ასევე მის გვერდით დგას სახეაწითლებული პატარა გოგო რომელსაც ხელები სახეზე აუფარებია და მხოლოდ კვასკვასა ტოლები უჩანს ისიც იზრდება და მალე ორივე ერთად ვერც კი ერევიან ამ ადგილას ამიტომ ოთახის კარს ვაღებ და იქ ვუძღვები

***
ჩიტების ჭიკჭიკი ისმის,გათენდა მე კი ისევ ბალიშთავჩარგული ვწევარ და სირცხვილისგან აწითლებული თითქოს თავის დასასჯელად კადრებს ხელახლა ვიმეორებ.
კარზე კაკუნია,მეცნობა ეს სისილიაა.
მიხარია მისი მოსვლა ჯუჯა გაქრება რომელიც გვერდზე მიწევს და ალუბალს შეექცევა.ჩემ მეორე მხარეს მყოფი სირცხვილი კი აშკარაა ჯერ არ გაქრება
მარტოობამ უკმაყოფილოდ დაიბუზღუნა როცა ვთქვი
-შემოდი- მოგუდული ხმით და ბალიშიდან თავი არ ამიწევია.
და ისიც გაქრა.
-საჭმელი მოგიტანე-ამბობს და ვხვდები ერთადგილზე ქვავდება როცა ასე მხედავს-რა გჭირს?-მზრუნველი დედის როლს ირგებს და ბალიშიდან თავს მაწევინებს რომ შეამოწმოს სიცხე მაქვს თუ არა ,გაოცების შეძახილი აღმოხდა გაწითლებული სახის დანახვისას.
-რა გჭირს?-აღელდა

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now