თავი 21

34 4 4
                                    

ყველაფერი მაოგნებს,ჯერ ის რომ ოუენი უკრავდა და მერე ის რომ მან დაწერა.რას წარმოვიდგენდი თუ ბოროტი ამას გააკეთებდა?!უცებ ეჭვი მიღრღნის გულს რომ შესაძლოა ოუენი ბოროტი საერთოდ არ იყოს,მაგრამ ამაზე ხომ უკვე ვიფიქრე და თანაც დავასკვენი რომ მართალი არ ვარ.
აბა როგორ იცხოვრებდა მიწაზე კეთილი?ან ბოროტების მმართველი როგორ გახდებოდა?ეს ხომ სისულელეა.
როიალთან მივდივარ და მტვერს ვწმენდ,როგორც ჩანს ოუენს საერთოდ არ აღელვებს ის რომ დაბინძურებულია.
მე ამას ნამდვილად ვერ ავიტანდი.
ამჯერად უფრო კარგად დავაკვირდი დარბაზის იატაკს ისიც საშინლად დაბინძურებული იყო.
მტვერი სქელ ფენად ედო ყველა ნივთს:სკამს,ფანჯრების ახლოს მყოფ სამფეხა მაგიდას და მასზე დადებულ სასანთლეს რომელსაც ყვავილის ფორმა ქონდა.
აი კიდევ ერთი რამ რაც მაკვირვებს.
ახლა ფანჯარასთან მივდივარ და ვამჩნევ რომ აქედან შესამჩნევი თითქმის არაფერია ისევ მტვერის გამო.
მხოლოდ ბუნდოვნად ჩანს ხეები.
უცებ ერთი აზრი გონებაში მიჯდება და არ მასვენებს.
მალევე გარეთ გავდივარ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ,იქედან გზას დერეფანში ვაგრძელებ და სისილიას ოთახს ვუახლოვდები.
ხელს ვწევ დასაკაკუნებლად ცისფერ კარზე როცა იქედან ები გამოდის.
-ზუსტად თქვენ მჭირდებოდით- ვუებნები აღტაცებული რადგან არ მომიწია სისილიასთვის  მეკითხა სად იყო ების ოთახი მერე წავსულიყავი და 20 წუთი მაინც დამეკარგა მის  პოვნაში.ის დაეჭვებულ სახეს იღებს ანუ წარბებს კრავს.
-ვგონებ თქვენთის მნიშვნელოვანი საქმის გამო მეძებდით არა?-მგონი ეს ადვილი მისახვედრი იყო,თავს ვუქნევ და ვამბობ
-იცით მე მჭირდება ცოცხი და იატაკის მოსასმენად ტილო-ვუღიმივარ
ამჯერად უფრო დაეჭვებულ და გაოცებულ სახეს იღებს,კარს ხურავს,შემდეგ კი მეკითხება

-რაში გჭირდებათ?

ამაზე არ ვპასუხობ და საწყალობელ სახეს ვიღებ,როგორც ვხვდები ეს ყველაფერი ჭრის რადგან ის მარცხნივ მიდის,შემდეგ მარჯვნივ უხვევს და პატარა კარს აღებს.
მე ჩუმად მივყვები თითქოს არ მინდა გადაიფიქროს.
პატარა კარში შედის და მალევე იქედან ცოცხი და ტილო გამოაქვს.
მე მაშინვე ხელს ვტაცებ და ისე რომ მადლობის თქმაც მავიწყდება თუმცა შუა გზაში მახსენდება და ისევ უკან ვბრუნდები მაგრამ იქ აღარ მხვდება და ისევ დარბაზისკენ ვიღებ გეზს.
იქ შესული მაშინვე ხვეტას ვიწყებ და მტვრის ბუღს ვაყენებ.
მალევეეც ხველა მიტყდება,მაგრამ არ ვჩერდები და შემდეგ ფანჯრების გაწმენდას ვიწყებ როცა კი ვასრულებ ვაღებ და მტვერს გარეთ ვუშვებ.
მერე ნივთების მტვერს შევუტიე სრულიად არ მაინტერესებდა თუ დავისვრებოდი.ჩემი გათვლით ყველაფერს 5 საათი მაინც მოვანდომე რადგან გარეთ უკვე მზე ამოიწვერა და ოთახი სითბოთი აავსო.
წელი საშინლად მტკიოდა,მაგრამ მსიამოვნებდა სუფთა დარბაზის ყურება.დოინჯშემორტყმული ცალ ხელში ცოცხით ვათვალიერებდი უკვე გაწკრიალებულ  დარბაზს და სიამაყით ვივსებოდი როცა მთელი მოთენთილობა მომაწვა და იქვე იატაკზე კედელზე მიყუდებულს დამეძინა.

***

მსუბუქი ხელის შეხება მაღვიძებს მხარზე,როგორც ვხვდები შუადღეა რადგან მზე ძალიან ანათებს და ყველაზე მეტად ცხელა, ვერ ვხვდები რატომ მაგრამ აქ უკვე ჩვეულებრივი სიცივე აღარ არის შესამჩნევი და დარბაზი სულისშემხუთავ სიცხეშია ჩაფლული.თავიდან მიჭირს მივხვდე სად ვარ მაგრამ მალევე ვხვდები.
თვალებზე ხელს ვიფარებ რომ ჩემ წინ მდგარი ადამიანი დავინახო.
(სულ მავიწყდება რომ ესენი ადამიანები არ არიან!მაგრამ არ ვიცი რა ვუწოდო ამიტომ მოდით მხოლოდ უკვდავებს დავუძახებ)
სასილია ყოფილა!
მე კი ვიღაც სხვა მეგონა.
ოდნავ წინ ვიწევი და ძვლების ტეხვის ხმა მესმის.

-იცი მაინც რას გავხარ?-აღშფოთებული ხმა აქვს
მე ოდნავ შესამჩნევად ვუღიმი დ ფეხზე წამოდგომას ვცდილობ,ჩემ გვერდით ჩამუხლული შიშიც დგება და ხელს მიწოდებს.
მეც ვჭიდებ და დაღლილი ძლივს ვდგები.

-დღეს ვაპირებდი ქალაქში წამეყვანა,მაგრამ მგონი არ გამოვა,ნამდვილად დაღლილი უნდა იყო-თავს აქნევს.

-არა,არა-თავს ისეთი სისწრაფით ვაქნევ მიკვირს რომ არ მომძვრა.-მე კარგად ვარ,შემიძლია ვირბინოთ კიდეც ხედავ?-და ოთახში სირბილი დავიწყე მის დასარწმუნებლად რომ არაფერი მჭირდა და აუცილებლად უნდა წავეყვანე ქალაქში,ნეტავ საერთოდ იქ რა გვინდა-მეთქი კი გავიფიქრე მაგრამ აღარაფერი მითქვამს და სისილიას ვედრებით შევხედე.

-კარგი,ერთ საათში წავიდეთ,ვაპირებ დიდებული ადამიანებისთვის განკუთვნილ ბაზარში წაგიყვანო,მგონი მოგინდება დაათვალიერო ქალაქი და...-დასრულებას არ ვაცდი,მაშინვე დარბაზიდან გავდივარ და ცემინება მეწყება,მგონი გავცივდი მაგრამ ამას არასდიდებით  არ ვერჩი სისილიას,მერე რა რომ ქალაქი ნახევრად ვნახე?ბოლოსდაბოლოს მგონი იმ აზრს უნდა შევეჩვიო რომ მე ამ ქვეყნის დედოფალი ვარ და მგონი უნდა ვიცნობდე ქალაქს არა?

_________________
600 სიტყვა

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now