თავი 14

19 5 3
                                    

ვიცი რომ ოუენმა ვარდის სურვილი აასრულა და დაეხმარა ამ წამებისგან თავი დაეღწია რაც მე ვერ შევძელი. მაგრამ მაინც სიზმრად კოშმარს ვნახულობდი, მასში ასახული იყო როგორ გამოჭრა ოუენმა ყელი პატარა გოგოს.
ამ ყველაფრის გახსენებაზე ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა,კოშმარებიდან კი გაოფლიანებული ვიღვიძებდი.
და ეხლაც საწოლზე აქოშინებული წამოვხტი.სარკეში ჩავიხედე და დავინახე ჩემი ჩაშავებული თვალები, გვირგვინი თავზე რომლის მოხსნაც დამვიწყებოდა და აბურდული თმები ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიე.ერთი კვირა გავიდა ქორწილიდან და ოთახიდან საერთოდ არ გავსულვარ
ვერც ფანჯარას ვაღებდი რადგან ის მაშინ დალუქეს როცა დედოფლად მაკურთხეს იმიტომ რომ ისევ არ გადავმძვრალიყავი.თუმცა პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. არც ვინმე შემოსულა.
მთელი დღეები სიჩუმეში ვიყავი საწოლზე წამოწოლილი და ჩემს ანარეკლს ვუყურებდი სარკეში.
ძალიან გავხდი არაფერს ვჭამდი თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ არც არაფერი შემოჰქონდათ ოთახში მიუხედავად იმისა რომ დედოფალი ვიყავი(მართალია ეს სტატუსი არ მომწონდა მაგრამ საათობით მარტო ყოფნაც არ მსიამოვნებდა)
ერთადერთი რაც მამხიარულებდა ეს ქარის ლაპარაკი იყო. ასევე მესმოდა კედლების,საწოლის,ტანსაცმლის და სხვა საგანთა ლაპარაკი.
სიმართლე გითხრათ დიდად არც უკვდავება მსიამოვნებდა შესაძლოა ვინმეს მოწონდეს ეს ყველაფერი და იფიქროს არასდროს მოვკვდებიო,მაგრამ აბა იმაზე დაფიქრდით რა უნდა აკეთოთ ამ სიცოცხლის განმავლობაში?
მოსაბეზრებელია!
ფანჯრებზე ფარდები ჩამოვაფარე და ეს ისედაც შავი ოთახი უფრო ჩამუქდა ერთადერთი სანთელი ანათებდა ოთახში მარტო .როგორც ჩანს ჩაქრობა დამავიწყდა.
ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გარეთ გასვლა მომინდა და დარწმუნებული ვიყავი იქ არავინ შემხვდებოდა.
საწოლიდან ფრთხილად ავდექი თითქოს ოთახში ურჩხული ცხოვრობდა და მე მისი გაღვიძება არ მინდოდა.
ასევე ფრთხილად მოვიპარე ოთახის კართან და იქვე იატაკზე დაგდებული გასაღები ავიღე. როგორც ჩანს ეს სასახლე საკმაოდ დიდი ხნის იყო რადგან ეს კარებიც სიძველის განსახიერება იყო რასაც ისიც ადასტურებდა რომ გაიჭრაჭუნა.
ხალათი უფრო ფართოთ მოვიჭირე რადგან საოცარი სიცივე სუფევდა.
სიცივეს მიჩვეული არ ვიყავი იმიტომ რომ ღრუბლებში ძალიან სიცხეა და სინათლე იყო ,აქაურობა კი 
საპირისპიროა  სიბნელე და სიცივე.
გარეთ გამოვდივარ და კარს ზურგსუკან ვიხურავ. სიბნელე მეგებება. აქ არავინაა რაც ცოტათი მომწონს და ცოტათი არა იმიტომ მომწონს რომ ჩემ ღამეულ მოგზაურობას ვერ დაინახავენ ხოლო იმიტომ არ მომწონს რომ მარო ყოფნა დიდად არ მხიბლავს.
ქორწილის დროს მარცხნივ წავედით ეხლა კი მარჯვნივ მივდივარ იმ მხარეს საედანაც მომიყვანეს.როცა გზა ებიმ ამირია მართალია ვერაფერი დავიმახსოვრე მაგრამ იმის  დამახსოვრება მაინც მოვახერხე საედან მოვედი.
კიბეებს მივუყვები და ჩურჩულით ვითვლი საფეხურებს.
ვაპირებ თუ ამ ღამეს მოვასწრებ მთელი სასახლე დავათვალიერო.
კბილები მიკაწკაწებს და ხელებს ერთმანეთზე გახახუნებით ვითბობ.
ჯერ მარცხნივ წავედი და თაღოვან ადგილას გავიარე შემდეგ ისევ მარცხნივ წავედი და ბიბლიოთეკა აღმოვაჩინე.
ის იმდენად დიდი იყო თავბრუ დამესხა. ჩემ თაროებს რომელიც ღრუბლების სამეფოში მქონდა მარტო ერთი კედელი 4-ჯერ აღემატება.
ძალიან დიდი დერეფანია წიგნის თაროებით გადაჭედილი. ერთადერთი რაც მაკვირვებს ის არის რომ ბიბლიოთეკას კარები არ აქვს და კიდევ ის რომ აქ სითბოა ფანჯრები არსად ჩანს მაგრამ სინათლე მაინცაა მაგიდაზე დაწყობილი სანთლების მეშვეობით.აქვე თეთრი მდივნებია.
წიგნის თაროსთან მივდივარ და ერთ წიგნს ვიღებ რომელსაც ლურჯი ყდა აქვს და აწერია "ჯადოსნური სამყარო" სახელმა დამაინტერესა ამიტომ მდივანზე ჩამოვჯექი და კითხვა დავიწყე.

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now